ნატურალური სიროფი მსუბუქი საფაღარათო ეფექტით, რომელიც გაგიწმენდთ ნაწლავებს და მოგაშორებთ სიმძიმის შეგრძნებას

ყაბზობა საკმაოდ უსიამოვნო პრობლემაა, რომლის უგულებელყოფა და იმის ლოდინი, რომ ეს პრობლემა თავისით აღმოიფხვრება არასწორია.

ყაბზობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მრავალი სხვა სერიოზული პრობლემა.

ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობას ნაწლავთა მოქმედება-დღე-ღამეში 1-2-ჯერ აქვს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს.

სტატიაში შემოგთავაზებთ უამრავი სასარგებლო საკვები ნივთიერებით გაჯერებული მსუბუქი საფაღარათო სიროფის რეცეპტს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის ფუნქციონირებას. სიროფის შემადგენლობაში შემავალი ყველა ინგრედიენტი ბუნებრივია და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

ხელნაკეთი სიროფი ძალიან გემრიელია, სასარგებლოა და არ აქვს გვერდითი მოვლენები.

საფაღარათო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ახალი ქლიავი 50 გრ ან შავი ქლიავი 25 გრ
  • გამომშრალი ლეღვი 50 გრ
  • წყალი 450 მლ

მომზადების წესი:

  1. ქლიავს გამოაცალეთ კურკა.
  2. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ ქლიავი, ლეღვის ჩირი და დატოვეთ 8-10 საათი.
  3. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და აადუღეთ. ადუღეთ 5 წუთი. ნახარში გააგრილეთ, დააბლენდერეთ, გადაიტანეთ მინის ბოთლში, დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში.
  4. ნაწლავის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ყოველ დილით, უზმოზე, მიიღეთ 1 ჩ. კ. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად მიაყოლეთ დიდი ფინჯანი წყალი. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ მომზადებული მასის ამოწურვამდე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!