10 მოდური სამოსი, რომელიც შეუმჩნევლად თქვენს ჯანმრთელობას აზიანებს

0
1226

გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ქალების ზურგის პრობლემების 73 პროცენტი მათი ტანსაცმელებისა და აქსესუარების მიერაა გამოწვეული. უამრავი ნივთი, რომელიც თქვენს გარდერობშია, არც ისეთი უვნებელია, როგორიც შეიძლება თქვენ გეგონოთ. ამიტომ წარმოგიდგენთ იმ სამოსის სიას, რომელსაც უნდა უფრთხილდეთ:

მოტკეცილი შარვალი

ასეთი სტილის შარვლებს შეუძლიათ გამოიწვიონ სისხლის მიმოქცევის პრობლემები, ვენების გადიდება და მომნელებელი პროცესების შენელება. თანაც, მათ განსაკუთრებული უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეთ ქალების ბარძაყების ნერვებზე, რამაც მათი ატკივება შეიძლება გამოიწვიოს.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

აუბურნის უნივერსიტეტის გამოკვლევების მიხედვით ქალებს ოთხჯერ უფრო მეტად აწუხებთ სახსრების ტკივილები, კოჭების დაჭიმულობა, ოსტეოართრიტი, ნერვების დაზიანება და კიდევ მრავალი დაავადება. თუკი ამ პრობლემებიდან ერთი მაინც გაწუხებთ, შეგიძლიათ მათი გაჩენა მაღალქუსლიან ფეხსაცმელს დააბრალოთ. რაც უფრო წვრილია ქუსლი, მით უფრო უარეს პრობლემებს შეგიქმნით იგი. თუ ბევრ სიარულს გეგმავთ, ჩაიცვით უფრო დაბალანსებული ფეხსაცმელი.

ტანგა

ასეთი საცვლების ხშირი ჩაცმა შეიძლება ვაგინალური ინფექციების, ჰემოროიდების და კანის გაღიზიანების გამომწვევი გახდეს. ეცადეთ ხშირად არ ჩაიცვათ ის, განსაკუთრებით კი ზაფხულში. თუ მათ ჩაცმას მაინც გადაწყვეტთ, აარჩიეთ 100 პროცენტიანი ბამბის საცვალი.

მძიმე საყურეები და ყელსაბამები

უახლესი გამოკვლევების მიხედვით საყურეების 20% ბაქტერიულ ინფექციას იწვევს. თანაც, მათი გაკეთების პროცედურის არასწორად შესრულებამ შესაძლოა მომავალში ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს და სიცოცხლეს შეუქმნას საფრთხე. დიდი საყურეები ასევე ყურებსაც აზიანებს, რამაც შესაძლოა პლასტიკური ოპერაციის საჭიროება შეგიქმნათ. იგივე შეეხება მძიმე ყელსაბამებსაც, რომლებსაც შეუძლიათ კისრის ტკივილების გამოწვევა.

ჰალსტუხი

ტანსაცმლის პრობლემებით მხოლოდ ქალები არ იტანჯებიან. კორნელის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით კაცების 67% ყიდულობს მაისურებს, რომლებიც ზედმეტად პატარაა მათი ყელისთვის. ამის შედეგად ვიწრო საყელო და მჭიდროდ მოჭერილი ჰალსტუხები ამცირებენ სისხლის მიმოქცევას, იწვევენ თავის ტკივილს, ართულებენ კისრის მოძრაობას და ზრდიან კუნთების დაძაბულობას ზურგისა და მხრების არეში.

ცუდად მორგებული ლიფი

არასწორი ზომის ლიფის ჩაცმა უამრავი პრობლემის გამომწვევი შეიძლება გახდეს თქვენი ზუგის, მხრებისა და ხერხემლის არეში. თუკი დიდი მკერდი გაქვთ, მაშინ მოერიდეთ წვრილშესაკრავიანი ლიფის ყიდვას. თუკი პატარა მკერდით გამოირჩევით, მაშინ შეეცადეთ არ იყიდოთ მეტალის შესაკრავის მქონე ლიფი.

სანაპიროს ჩუსტები

ასეთი სახის ფეხსაცმელები შეიძლება თქვენს ფეხზე ისეთი ნაკაწრების გაჩენის მიზეზი გახდეს, რომელშიც ინფექცია ძალიან ადვილად შეაღწევს. ასევე მათი ზედმეტად ბრტყელი ძირის გამო ისინი მიწაზე ქუსლების უფრო დიდი ძალით დაჭერას იწვევენ, რამაც დისკომფორტი და ზურგის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს.

კორსეტი

მჭირდრო კორსეტი იწვევს სუნთქვის პრობლემებს, კუნთების ტკივილს და სისხლის მიმოქცევის პრობლემებს. ყოველთვის სწორად აარჩიეთ თქვენი სხეულის ზომისთვის შესაფერისი კორსეტი და დარწმუნდით, რომ იგი საკმარისად ელასტიურია წელის არეში.

ზედმეტად დიდი ჩანთები

ქალების უმრავლესობა საკუთარ ხელჩანთებს უამრავი საჭირო თუ არასაჭირო ნივთით ავსებს. ამის გამო ზედმეტად დიდი ტვირთის ტარებამ თქვენი მხრით შესაზლოა კუნთების ტკივილი და სახსრების დაზიანება გამოიწვიოს.

ვიწრო ქვედაბოლოები

ასეთი ტიპის კაბები თქვენს ფეხებს ზედმეტად აახლოვებს ერთმანეთთან, რის გამოც იზრდება ბალანსის დაკარგვისა და წაქცევის რისკი. ისინი ზღუდავენ მოძრაობის თავისუფლებას, თუმცა ყველაზე უარესი ისაა, რომ ასეთი სამოსი იწვევს კუნთების დაჭიმვას და მუხლების დეფორმაციას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here