შემოგთავაზებთ კლასიკური ბისკვიტის რეცეპტს, რომელიც ისეთი მსუბუქი, ფუმფულა და ჰაეროვანია, რომ კრემის გარეშეც შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი (საშუალო ზომის) 4 ცალი
- შაქარი 120 გრ
- ფქვილი 90 გრ
- სახამებელი 30 გრ
- ვანილი
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- ოთახის ტემპერატურის კვერცხი ათქვიფეთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე, დაამატეთ შაქარი, ვანილი და თანდათან მოუმატეთ სიჩქარეს. თქვეფთ, დაახლოებით 5 -8 წუთი. უნდა მიიღოთ ფაფუკი, ჰაეროვანი, ღია ფერის მასა.
- გაცრილ ფქვილს შეურიეთ სახამებელი და გამაფხვიერებელი.
- ფქვილიანი ნარევი თანდათან შეურიეთ კვერცხიან მასას. ურევთ ნაზად, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით. იყენებთ ხის ან პლასტმასის კოვზს.
- საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი (ცხიმი არ წაუსვათ) და ფაფუკი ცომი ნაზად გადაიტანეთ. ფორმა დაუყონებლივ შედეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 40-50 წუთი.
- პირველი 30 წუთი ღუმელის კარი არ გამოაღოთ. ბისკვიტი გააგრილეთ და მხოლოდ შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.
საოცრად ფუმფულა და ჰაეროვანი ბისკვიტი უგემრიელესია.