მარტივი გზა კბილების, ძვლებისა და სახსრების გასაძლიერებლად. როგორ მოვამზადოთ სუფთა სახის კალციუმი

კვება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. საკვებ პროდუქტებთან ერთად ჩვენს ორგანიზმში ხვდება საკვები ნივთიერებები, ვიტამინები და მინერალები.

სტატიაში ვისაუბრებთ კალციუმზე, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულის ჯანმრთელობისთვის.

მისი დეფიციტის დროს ირღვევა ძვლების, კბილებისა და სახსრების სტრუქტურა. თუ სიმხნევისა და კარგი ჯანმრთელობის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება გსურთ, აუცილებლად უნდა იზრუნოთ ამ უმნიშვნელოვანესი მინერალის მარაგის შევსებაზე.

ორგნიზმი კალციუმს ითვისებს საკვებიდან. რა თქმა უნდა, შესაძლებელია მისი დანამატების სახით მიღებაც, თუმცა ასე ზედმეტად ვთტვირთავთ და დიდ ზიანს ვაყენებთ ღვიძლსა და თირკმელებს.

საბედნიეროდ, არსებობს მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება, რომლის წყალობითაც ორგანიზმი კალციუმის დიდ რაოდენობას შეიწოვს.

ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია კვერცხი, რომელიც გაჯერებულია უამრავი საკვები ნივთიერებით, ხოლო მისი ნაჭუჭი კალციუმის საბადოა. ბევრმა ადამიანმა ეს არც იცის და კვერცხის ნაჭუჭს ყრის.

1.5-3 გრამი კვერცხის გაწმენდილი, დაფქვილი ნაჭუჭით ორგანიზმი იღებს კალციუმის დღიურ ნორმას.

კალციუმით გაჯერებული სასსმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი (შინაური ქათმის) 5 ცალი
  • სუფთა წყალი 3 ლ
  • ლიმონის წვენი ცოტა

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. პირველ რიგში, კვერცხის ნაჭუჭები კარგად გარეცხეთ, შემედეგ  დაფქვით, მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დაასხით წყალი.
  2. ნარევი ერთი კვირით შეინახეთ მაცივარში, შემდეგ დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი და მიიღეთ დღის განმავლობაში 2-3 ჩ. ჭ.

გაითვალისწინეთ შემოთავაზებული ინფორმაცია, გამოიყენთ ბუნებრივი სიმდიდრე, გაიწმინდეთ სისიხლი და გაიძლიერეთ ორგანიზმი.