12 მითი მხედველობის შესახებ, რომელიც დროა აღარ დაიჯეროთ.

920

არსებობს შეუცვლელი ტრადიციები, რომლებსაც მშობლები ფრთხილად მიჰყვებიან და მომავალ თაობებსაც გადასცემენ სამაგალითოდ. თუმცა, მათი უმრავლესობის არ უნდა გჯეროდეთ. ნახეთ რომელი ცნობილი მითებია არასწორი:

წყლის ქვეშ თვალები არ უნდა გააღოთ

ქლორიან აუზის წყალში თვალების გაღება მართლაც საზიანოა, თუმცა სუფთა წყალში და ნაკლებად მარილიან ზღვის წყალში თვალების ნელა გახელა პრობლემას არ წარმოადგენს.

სვარკამ შეიძლება დაგაბრმავოთ

სვარკით დაბრმავება შეუძლებელია, თუმცა მისი საშუალებით შეიძლება თვალის დამწვრობა მიიღოთ.

ტელევიზორის და სმარტფონის ეკრანები საზიანოა

ეკრანის წინ ჯდომისას თვალებს საშუალოდ 2 წუთში ერთხელ ვახამხამებთ, მაგრამ თვალის საკმარისად დატენიანებისთვის ყოველ 15-20 წამშია საჭირო მისი დახამხამება. სწორედ ასეთი გამოშრობა იწვევს თვალების დაძაბულობას, თავის ტკივილს და მხედველობის გაუარესებას. სხვა ზიანის მოტანა თანამედროვე ეკრანებს არ შეუძლიათ.

ცუდი მხედველობა შთამომავლობას გადაეცემა

მხედველობის გაუარესების გამომწვევი დაავადებები შეიძლება გადმოგეცეთ გენებით, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ისინი მართლაც რეალურად გამოიწვევენ თქვენი მხედველობის გაუარესებას.

სათვალეები სიტუაციას აუარესებენ

სათვალეები არც ცუდ მხედველობასთან შეგუებას ნიშნავს და არც თვალების გასავარჯიშებელი იარაღი არაა. იგი უბრალოდ უკვე არსებული თვალის დეფექტის განეიტრალებაში გეხმარებათ.

კენკრა მხედველობას უხდება

კენკრის და სტაფილოს ჭამა მხედველობას მარტო იმ შემთხვევაში გააუმჯობესებს, თუ დღეში 6 კილოზე მეტ სტაფილოს და რამდენიმე ვედრო კენკრას შეჭამთ. სწორედ ამიტომ სჯობს მათი შემცვლელი ვიტამინების მიღება.

თვალები არ უნდა მოჭუტოთ ცხვირის შეხედვისას

თვალების მოჭუტვისას თუ შეგაშინებენ, ისინი ასეთ მდგომარეობაში სამუდამოდ არ შეგინარჩუნდებათ რადგან ეს მითია. თვალები ახლოს მდებარე საგნის ყურებისას ავტომატურად იწევიან ოდნავ წინ ცხვირისკენ, რაც თვალების დაძაბულობის შეგრძნებას იწვევს და ამ უსიამოვნო ეფექტს არანაირი კავშირი არ აქვს შეშინებასთან.

ტელევიზორს არ უნდა უყუროთ სიბნელეში

თვალებს არათანაბარ განათებასთან შესაგუებლად გარკვეული დრო სჭირდებათ, ამიტომაც მაგალითად არ უნდა უყუროთ ეკრანს ისეთ პოზაში, როდესაც ცალი თვალი ბალიშშია ჩაფლული და მეორე პირდაპირ უყურებს ეკრანს. საერთო ჯამში გაჯეტები თქვენ თვალებს არ აზიანებენ, თუ მათი ზედმეტად დასტრესვისგან შეიკავებთ თავს და ხშირად არ უყურებთ ტელევიზორს სიბნელეში.

დაწოლილ მდგომარეობაში არ უნდა წაიკითხოთ

ადამიანებს ახლომხედველობის დაავადება უფრო ნელა უვითარდებათ, როდესაც ისინი ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში კითხულობენ წიგნს.

სხვისი სათვალეების გაკეთება საშიშია

სხვისი სათვალის გაკეთებით თქვენი მხედველობა არ გაუარესდება, თუმცა ამის გაკეთება ხანგრძლივად მაინც არის რეკომენდირებული სხვა დაავადებების თავიდან ასარიდებლად.

მზეს თქვენი დაბრმავება შეუძლია

ამით არ დაბრმავდებით, თუმცა რქოვანას დამწვრობის მიღება ადვილადაა შესაძლებელი მზისთვის პირდაპირ შეხედვის გარეშეც კი მისი სხივების ანარეკლის ყურებით.

მზის სათვალეები მხოლოდ ზაფხულისთვისაა

თოვლზე არეკლილი მზის სხივები ზაფხულის მზის დანახვის მსგავსად საშიშია თქვენი თვალებისთვის. ამიტომ ზამთარში მზის სათვალეების გაკეთება უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად შეუძლებელია თოვლისთვის მზერის არიდება.