როგორ მოვამზადოთ კეტჩუპი უმარტივესად სახლში. ისეთი გემრიელი გამოდის, მაღაზიაში შეძენაზე აღარც მიფიქრია

შემოგთავაზებთ უგემრიელესი და მოსამზადებლად უმარტივესი კეტჩუპის რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • პამიდორი 3 კგ
  • ვაშლი ნახევარ კგ
  • ხახვი 250 გრ
  • მარილი 1,5 ს. კ.
  • შაქარი 1,5 ს. კ.
  • წითელი წიწაკა, შავი პილპილი (დაფქული) გემოვნებით
  • ვაშლის ძმარი 50 მლ

მომზადების წესი:

  1. ვაშლი გათალეთ და დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად.
  2. პამიდორი გაფცქვენით და დაჭერით ვაშლის მსგავსად.
  3. ხახვი დაჭერით კუბიკებად.
  4. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, დადგით საშუალო ცეცხლზე და თუშეთ ხახვის დარბილებამდე. შემდეგ დააბლენდერეთ და  ადუღეთ 50 წუთი.
  5. დაამატეთ მარილი, შაქარი, წითელი წიწაკა, შავი პილპილი, ვაშლის ძმარი და შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე. ადუღეთ კიდევ 5 წუთი და ჩაასხით გასტერილებულ ქილებში. დაახურეთ გასტერილებული ხუფები.
  6. ყოველთვის, როდესაც მოცემული რეცეპტის მიხედვით ვამზადებ კეტჩუპს ვატარებ ექსპერიმენტებს. ვამზადებ რამდენიმე ულუფას.
  7. თუ ერთ ულუფას ტკბილი ვაშლით ვამზადებ, მეორეს_ მჟავე ვაშლით, მესამე ულუფას ვამატებ ნიორს, დაახლოებით, 1 თავს. როდესაც ბავშვებისთვის ვამზადებ, არ ვიყენებ წიწაკას და ქილებს სმაილებით ვნიშნავ.

მოამზადეთ ახლა და ზამთრის ცივ დღეებში გემრიელად მიირთვით!