შემოგთავაზებთ ქლიავის ბაზაზე მომზადებული აჯიკის რეცეპტს. გემრიელი და არომატული აჯიკა ძალიან უხდება ხორციან კერძებს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქლიავი 2 კგ
- ხახვი 3 თავი
- ცხარე წიწაკა 1 ცალი
- ბულგარული წიწაკა (წითელი) 5 ცალი
- ნიორი 4 კბილი
- ძმარი 3 ს. კ.
- შაქარი 2 ს. კ.
- მარილი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- ქლიავი გარეცხეთ და კურკა ამოაცალეთ.
- ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, თესლისგან გაასუფთავეთ და დაჭერით დიდ ნაჭრებად.
- ხახვი დაჭერით კუბიკებად. ცხარე წიწაკა გაასუფთავეთ თესლისგან.
- მზა ინგრედიენტები 2-ჯერ გაატარეთ. გასატარებლად გამოიყენეთ წვრილი ბადე.
- მიღებული მასა გადაიტანეთ სქელძირიან ქვაბში, დადგით საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე. განუწყვეტლივ ურევთ, ადუღეთ 1 საათი.
- როდესაც მასა წვენს გამოუშვებს, შეაზავეთ მარილითა და შაქრით. შეგძლიათ მარილი და წიწაკა დაამატოთ ან დააკლოთ თქვენი სურვილის მიხედვით.
- ქილები და ხუფები გაასტერილეთ. ცხელი აჯიკა გადაიტანეთ ქილებში და დაახურეთ ხუფები.
- საოცრად არომატული აჯიკა ძალიან უხდება შემწვარ ხორცს და კარტოფილს, მაკარონს.
ცადეთ, მოამზადეთ აჯიკა ქლიავით და დარწმუნებული ვარ, რომ შემოთავაზებული რეცეპტი თქვენს კულინარიულ წიგნში სათანადო ადგილს დაიჭერს.
გემრიელად მიირთვით!