თუ წონაში დაკლება გიჭირთ, ეს ნატურალური საშუალება ძალიან დაგეხმარებათ

თუ თქვენ შუახნის ასაკს უკვე გადააბიჯეთდა გსურთ, სწრაფად გახდეთ, ეს კოქტეილი თქვენთვის არის შექმნილი. მოამზადეთ შემოთავაზებული კოქტეილი და სწრაფად დაემშვიდობეთ ზედმეტ კილოგრამებს.

საკმაოდ ხშირად ხდება ისე, რომ სხვადასხვა დიეტების დაცვის მიუხედავად წონაში ვერ ვიკლებთ. ყოველივე ეს დაბინძურებული ნაწლავებისა და შენელებული მეტაბოლიზმის შედეგი შეიძლება იყოს.

ასაკის მატებასთან ერთად ნელდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები ჩვენს სხეულში, რაც საფუძვლად შეიძლება ჩაეყაროს ჭარბწონიანობასა და პრობლემურ ზონებში ცხიმოვანი ფენების ჩაგროვებას.

წონის დაკლება და კარგ ფორმაში ყოფნა მარტივი საქმე არ არის. ეს არასასიამოვნო პრობლემა ასაკთან ერთად კიდევ უფრო მწვავდება.

თუ გსურთ, გახდეთ სწრაფად და მარტივად, შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული სასმელის რეცეპტს, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ. ნაწლავების გაწმენდისა და მეტაბოლიზმის დაჩქარების ხარჯზე, ის სარუველ შედეგს მინიმალურ ვადაში მოგცემთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • თაფლი 1 ს. კ.
  • წყალი 1 ლ
  • დარიჩინი 1 ს. კ.
  • შვრია ფინჯანი

მომზადები წესი:

შვრიას დაასხით 1 ჩ. ჭ. წყალი, გადააფარეთ ქსოვილი და დააყოვნეთ 7 საათი. შემდეგ გადააწურეთ და შვრია ბლენდერში გადაიტანეთ, დაამატეთ დარჩენილი წყალი, თაფლი, დარიჩინი და დააბლენდერეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.  გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

მიღების წესი:

სასმელი მიიღეთ დღეში 2-ჯერ. ერთი – დილით, ხოლო მეორე – დღის ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ ძილის წინაც დალიოთ. სასმელი განაყრებთ, ასწრაფებს მეტაბოლიზმს და დადებითად მოქმედებს ნაწლავის მუშაობაზე.

მოამზადეთ სასმელი, სწრაფად და მარტივად დაიკელით წონაში და იზრუნეთ თქვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.