კრემი ,,შარლოტა“ – დახვეწილი არომატის მქონე ფრანგული შედევრი, რომელიც ნებისმიერ დესერტს კიდევ უფრო გემრიელს გახდის

მდიდრული, ჰაეროვანი, მსუბუქი, უნაზესი, დახვეწილი არომატის მქონე კრემი ,,შარლოტა“ ნებისმიერ დესერტს ზღაპრულს გახდის.

ცადეთ, მოამზადეთ და თვითონ დარწმუნდით, რომ ,,შარლოტა“ საოცრებაა!

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი 250 გრ
  • კვერცხი დიდი 3 ცალი
  • შაქრის ფხვნილი 5 ს .კ.
  • რძე 150 მლ
  • ვანილი
  • კონიაკი ან რომი გემოვნებით
  • ინგრედიენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

მომზადების წესი:

  1. ათქვიფეთ კვერცხი, შაქრის ფხვნილი და ვანილი, დაამატეთ ანადუღარი თბილი რძე და აურიეთ.
  2. ნარევი გადაიტანეთ სქელძირიან ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე ან ორთქლის აბაზანაზე. ურევთ განუწყვეტლივ გასქელებამდე.
  3. არ აადუღოთ! გასქელებული კრემი გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
  4. დარბილებული კარაქი უნდა ათქვიფოთ ისე, რომ მიიღოთ ფაფუკი, თეთრი, ჰაეროვანი მასა, თითქოს კარაქმა მოცულობაში მოიმატა.
  5. როდესაც მიიღებთ სასურველ შედეგს (დასჭირდება, დაახლოებით, 10 წუთი თქვეფა), თქვეფა არ შეწყვიტოთ თითო-თითო კოვზობით დაამატეთ მომზადებული კრემი.
  6. ბოლოს შეურიეთ კონიაკი და თქვეფთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

დაიმახსოვრეთ, ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. გემრიელად მიირთვით!