ჯანმრთელი კბილები ჯანმრთელი ღიმილის საწინდარია. ადამიანები ვალდებულნი ვართ ვიზრუნოთ კბილების ჯანმრთელობაზე, დავიცვათ მათი ჰიგიენა, რადგან სამწუხაროდ, კბილების დამოუკიდებლად აღდგენა, ჩვენი დახმარების გარეშე, შეუძლებელია და თუ სათანდო ყურადღებას არ მივაქცევთ, მაშინ მათ მოიცავს სხვადასხვა დაავადებები: კარიესი, ღრძილების დაავადებები, ქვები კბილებზე და ა. შ.
სტატიაში ვისაუბრებთ კბილებზე წარმოქმნილ ქვებზე, რომლებიც ჩვენი უყურადღებობისა და დაუდევრობის გამო ჩნდება. მიჩნეულია, რომ კბილებზე ქვების მოშორება მხოლოდ სტომატოლოგებს შეუძლიათ, მაგრამ ეს ასე არ არის. საბედნიეროდ, არსებობს საშუალებები, რომელთა წყალობითაც ამ პრობლემას მოაგვარებთ.
კბილებზე არსებული ქვები ეს ნადებია, რომლებიც თანდათან, არასათანადო მოვლის შედეგად, ჩნდება კბილებზე. ხელს უწყობს პირის ღრუში ბაქტერიების გავრცელებას და იწვევს ღრძილების ანთებას.
კბილის ნადები ჩვეულებისამებრ ყვითელი ან ყავისფერია და წარმოიქმნება ძირითადად ქვედა საჭრელებში ან კბილებს შორის.
ექიმები გვირჩევენ, რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი და ქვებისგან კბილების გასუფთავება.
საბედნიეროდ, შეგიძლიათ ეს პრობლემა საშინაო პირობებშიც მოიგვაროთ რამდენიმე უმარტივესი მეთოდისა და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებების წყალობით.
მეთოდი N 1
წმენდა კბილის საწმენდი ჩხირებით
საჭირო საშუალებები:
- კბილის ჯაგრისი 1 ცალი
- მარილი ½ ს. კ.
- თბილი წყალი ½ ფინჯანი
- წყალბადის ზეჟანგი 1 ჩ. ჭ.
- კბილის საწმენდი ჩხირები
- სოდა
პირის ღრუს ანტისეპტიკური სავლები
სოდა და მარილი გახსენით ცოტა წყალში. მომზადებული ნარევით კბილები გაიხეხეთ, შემდეგ კი გამოივლეთ წყალბადის ზეჟანგისა და წყლის ნარევი. ბოლოს კი სუფთა წყალი გამოივლეთ.
აიღეთ კბილის საწმენდი ჩხირები და მოიშორეთ ქვები. ბოლოს გამოივლეთ ანტისეპტიკი.
მეთოდი N 2
წმენდა ხილის დახმარებით
ლიმონის ნაჭერით ან მარწყვით 10 წუთის განმავლობაში დაიმუშავეთ კბილები. ნაყოფის მჟავიანობა არბილებს ნადებს და გაძლევთ საშუალებას კბილის ჯაგრისით გამოყენებით მარტივად მოაშოროთ ემალს.
მეთოდი N 3
წმენდა ცომის გამაფხვიერებლის გამოყენებით
აიღეთ მცირე რაოდენობის ცომის გამაფხვიერებელი, გახსენით ცოტა წყალში ისე, რომ მიიღოთ პასტისებური მასა და კბილები კარგად გაიხეხეთ. ამ მეთოდის წყალობით კბილებისგან ქვებსაც მოიშორებთ და მათ გათეთრებასაც შეძლებთ.
მეთოდი N 3
წმენდა ჩაის ხის ზეთის დახმარებით
ჩაის ხის ზეთის რამდენიმე წვეთი დააწვეთეთ კბილის ჯაგრისზე და გაიხეხეთ კბილები დღეში 2-ჯერ.