სოკოვანი ინფექციები და სტრესი ოფლიანობის დონეს ზრდის, რაც ცუდი სუნის გამომწვევი ბაქტერიების გააქტიურებას იწვევს. ასეთი პრობლემები საკმაოდ შემაწუხებელია, რის გამოც ეს ჭკვიანური ჩევები მართლაც ძალიან გამოგადგებათ. მათი დახმარებით ფეხებიდან ცუდ სუნს სამუდამოდ მოიშორებთ:
მოიშორეთ ბაქტერიების გასამრავლებელი ადგილები
ცუდი სუნის გამომწვევი ბაქტერიების უმრავლესობა ფრჩხილების ქვეშ და გაუხეშებულ კანზე იზრდება. ამიტომ ხშირად გაიხეხეთ ფეხის ქუსლები და იზრუნეთ ფრჩხილების დაჭრაზე დროულად.
გაიმშრალეთ თითებს შორის არსებული ადგილები
ფეხების ზოგად გამშრალებასთნ ერთად მონდომებით გაამშრალეთ თითებს შორის არსებული მონაკვეთები. ამით სოკოვანი ინფექციის გაჩენას შეუშლით ხელს, რადგან მას ნესტიანობა იწვეს.
ჩაი ფეხებისთვის
ჩაიში არსებული ტანინები ბაქტერიებს ანადგურებენ და ოფლიანობას ამცირებენ, რის გამოც ჩაის აბაზანა ყოველდღიურად საკმაოდ გამოსადეგია:
მოხარშეთ 3 ს/კ ჩაი 1 ლ. წყალში
დაუმატეთ 2 ლ. ცივი წყალი
ჩადევით ფეხები ჩაიში 15-30 წუთით.
ვაშლის ძმარი
აურიეთ 0.5 ლ. ძმარი 200 მლ. თბილ წყალთან და წაისვით ფეხზე. დააცადეთ კანს ნატურალურად გაშრობა.
გამოიყენეთ არომათერაპიის ზეთები
ასეთ ზეთებს სუნის დაფარვასთან ერთად ბაქტერიების მოშორების უნარიც აქვთ. გაიკეთეთ აბაზანა მათი გამოყენებით ან შეიზილეთ ფეხზე 4 წვეთი ზეთი.
გარეცხეთ ნასკების შიდა მხარე
ასეთი გზით უფრო მარტივად მოაშორებთ მასზე დაგროვილ კანის უჯრედებს და ბაქტერიას.
სახლში ყოფნისას გაიხადეთ ნასკები
სახლში ნასკებით სიარულისას ისინი ბაქტერიებს აგროვებენ იატაკიდან და ტენიან გარემოში მათ გამრავლებას უწყობენ ხელს.
გამოიყენეთ ოფლიანობის საწინააღმდეგო პროდუქტები ფეხზეც
იღლიების მსგავსად ასეთი პროდუქტები წაისვით ფეხზეც საღამოს, შხაპის შემდეგ.
გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია
თუკი თქვენ ფეხს ცუდი სუნი ასდის და ასევე დაგეწყოთ მისი ქავილი და კანის აქერცვლა, მიმართეთ ექიმს. ეს შეიძლება ინფექციის, ჭიების ან პარაზიტების გაჩენის სიმპტომი იყოს.
მოახდინეთ ფეხსაცმელების დეზინფექცია.
კარგად გარეცხეთ ფეხსაცმელები გარედან და შემდეგ ჩაალბეთ თასმები ანტისეპტიკურ ხსნარში.
შემდეგ გამორეცხეთ მისი შიდა მხარე ანტისეპტიკურ საშუალებებში ამოვლებული ბამბის ნაჭრით.
შეინარჩუნეთ ფეხსაცმელების სიმშრალე
უმჯობესია გქონდეთ 2 წყვილი ფეხსაცმელი ყველა სეზონისთვის, რათა მათ გამოყენების შემდეგ გაშრობის საშუალება მისცეთ მეორე წყვილის ჩაცმით. თუკი მეორე წყვილი ფეხსაცმელი არ გაქვთ და თქვენი ფეხსაცმელები სველია, მაშინ გამოიყენეთ ძველი და ნაცადი მეთოდი: ჩადეთ მასში დაჭმუჭნული გაზეთის ფურცლები და ის ღამის განმავლობაში ნესტს შეიწოვს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საშრობი ფენიც მათ გამოსაშრობად.