ჰერპესი არის ინფექცია, რომელიც ბუდობს ადამიანის ორგანიზმში და პერიოდულად პატარა წითელი ბუშტუკების სახით ვლინდება სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. ყველაზე ხშირად ვლინდება ტუჩის ჰერპესი. მიუხედავად იმისა, რომ ის არ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას და, როგორც წესი, ქრება რამდენიმე დღის შემდეგ, უმჯობესია, მკურნალობა დაიწყოთ დროულად, რათა არ გამოიწვიოს გართულებები.
შემოგთავაზებთ ჰერპესის საწინააღმდეგო 7 უმარტივეს მეთოდს, რომლებიც ბუნებრივ პროდუქტებზე არის დაფუძნებული.
1. ცივი რძე
რძე შეიცავს ნივთიერებას, ლიზინს, რომელიც თრგუნავს ჰერპესის გამომწვევი ვირუსის მოქმედებას. მისი გარეგანი გამოყენება არეგულირებს კანის pH-ს და ხელს უწყობს ბუშტუკებით დაზიანებული უბნების შეხორცებას.
ბამბის ტამპონი გააჯერეთ ცივი რძით და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე. რამდენიმე წუთის შემდეგ საფენი აიღეთ, მაგრამ არ დაიბანოთ.
სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ დღეში 2-3-ჯერ.
2. პამიდვრის წვენი
ანტიოქსიდანტები, რომლებსაც პამიდორი შეიცავს, იდეალურია ჰერპესის დროს უჯრედების რეგენერაციის სტიმულირებისთვის.
აფერხებს მიკროორგანიზმების ზრდას, ამშვიდებს გაღიზიანებას და წვას.
ბამბის ტამპონი გააჯერეთ პამიდვრის წვენით და დაიდეთ ბუშტუკებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ. მოცემული საშუალება გამოიყენეთ დღეში 2-ჯერ.
3. ნატურალური იოგურტი
ბუნებრივი იოგურტის შემადგენლობაში შემავალი რძემჟავა არის ნივთიერება, რომელიც არეგულირებს ტუჩების კანის pH-ს, ხელს უშლის ჰერპესის გამრავლებას და ამშვიდებს ქავილს.
როგორც კი შეამჩნევთ ჰერპესის სიმპტომებს, წაისვით ნატურალური იოგურტი (არ ჩამოიბანოთ). მაქსიმალური შედეგის მისაღებად იოგურტი გამოიყენეთ დღეში 3-ჯერ.
4. ალოე ვერას გელი
ალოეს ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები სასარგებლოა კანზე ვირუსული ჰერპესული ინფექციების სამკურნალოდ.
ალოეს ფოთლიდან გამოწურეთ გელი და წაისვით ტუჩებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. სამკურნალო პროცედურები გაიმეორეთ დღეში 3-ჯერ.
5. გრეიპფრუტის თესლის ექსტრაქტი
სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული თვისებებით გაჯერებული გრეიპფრუტის თესლის ექსტრაქტი ხელს უწყობს ჰერპესის ვირუსის ნეგატიური ეფექტების დათრგუნვას. შეიცავს C ვიტამინს და სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც აღადგენს დაზიანებულ კანს.
გრეიპფრუტის თესლის ექსტრაქტის 2 წვეთი წაისვით ბუშტუკებზე (არ ჩამოიბანოთ). მოცემული საშუალება გამოიყენეთ დღეში 2-ჯერ.
6. ყინული
მართალია, ყინული არ კლავს ინფექციის გამომწვევ ვირუსს, მაგრამ ამცირებს ანთებას და ჩხვლეტის შეგრძნებაა, რომელიც, ჩვეულებრივ, ჩნდება ბუშტუკების გაჩენამდე.
ყინულის რამდენიმე კუბიკი გაახვიეთ ქსოვილში და დღეში 3-ჯერ დაიდეთ ტუჩებზე.
7. ზღვის მარილი
ანტისეპტიკური და ანტივირუსული თვისებებით გაჯერებული ზღვის მარილი აადვილებს ინფექციის მკურნალობას და აფერხებს ვირუსის გავრცელებას.
აურიეთ ცოტა ზღვის მარილი და წყალი ან ლიმონის წვენი და წაისვით დაზიანებულ კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ.
სამკურნალო პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-3-ჯერ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!