7 მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ხელების დახმარებით შეგვიძლია ამოვიცნოთ.

3116

მსოფლიოში მინიმუმ ყოველ მეათე ადამიანს აქვს გამოცდილი თითებისა თუ მთლიანი ხელის დაბუჟების შემთხვევა. ეს უსიამოვნო შეგრძნება შესაძლოა დროებითი იყოს და ჩვეულებრივი დაღლილობის შედეგად გაჩნდეს, თუმცა იგი ასევე შეიძლება სერიოზულ დაავადებაზეც მიგვანიშნებდეს. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რის მანიშნებელი შეიძლება იყოს ასეთი შეგრძნებები თქვენთვის:

დაღლილობა

როდესაც მძიმე ობიექტებს ვწევთ და ჩვენს მკლავებს არაკომფორტულ ფორმას ვაძლევთ, მაშინ კანის ზედაპირთან ახლოს მოთავსებულ ნერვებზე წნევა იზრდება. სწორედ ეს იწვევს ჩხვლეტის მსგავსი შეგრძნების გაჩენას თითების ზედაპირზე. ასეთ დროს მასაჟი და კარგად გამოძინება საუკეთესო გამოსავალია.

ვიტამინების ნაკლებობა

E, B1, B6 და B12 ვიტამინების ნაკლებობა ხშირად ჩხვლეტის მსგავს სენსაციას იწვევს მარცხენა ხელის ან ფეხის არეში. ასეთ დროს ვიტამინების ბალანსის აღდგენაა საჭირო. ამ მიზეზით შეგიძლიათ ექიმს მიმართოთ, რადგან არასწორი დოზებით მიღებული ვიტამინები ასევე საზიანო შეიძლება გამოდგეს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ხერხემლის დაზიანება

ხერხემლის სხვადასხვა პრობლემები თავს მარცხენა ხელის ნეკა თითის დახმარებით იჩენენ. ეს გამოწვეულია ზედმეტი წნევითა და ნერვების დაზიანებით. ამის თავიდან ასაცილებლად გაწელეთ წელი ხშირად და ეცადეთ დაკავდეთ იოგით ან ცურვით. ასევე თავი აარიდეთ დიდი ხნით ერთ ადგილას ჯდომას.

ტუნელის სინდრომი

ამ სინდრომის სიმპტომები ცერა, საჩენებელი და შუა თითების დახმარებით წარმოჩინდება. თუკი ხშირად იმეორებთ ერთი და იგივე მოქმედებას ხელით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მაშინ ამან შესაძლოა მყესების შეშუპება გამოიწვიოს და ამის წყალობით ხელი შეიძლება დაგიბუჟდეთ. ამ სინდრომის თავიდან ასაცილებლად ხშირად გაწელეთ და გაავარჯიშეთ მაჯები.

სისხლის მიმოქცევის პრობლემები

თითს წვერების დაბუჟება მარჯვენა ხელზე შეიძლება გამოიწვიოს ზედაპირზე არსებულ ნერვებზე ზედმეტმა ზეწოლამ ან მხრის სახსრების ტრავმამ. მარჯვენა ხელში ჩხვლეტის სენსაციის შეგრძნება ასევე კარდიოვასკულარული დაავადებების ნიშანიც შეგიძლება იყოს, რაც მთლიანად სისხლის მიმოქცევას უშლის ხელს კიდურების მიმართულებით.

ასეთ დროს სასარგებლოა გასეირნება ნელი ტემპით და კიდურების ვარჯიშების შესრულება. სისხლის მიმოქცევის უფრო სერიოზული პრობლემები ექიმების ჩარევას საჭიროებს.

ბურგერის დაავადება

ეს დაავადება ყველაზე ხშირად მწეველებს აწუხებთ. სისხლის მიმოქცევა ირღვევა ნიკოტინის სისტემატიური მიღებით, რაც ორგანიზმში საკმარისი მინერალების დონის შენარჩუნებაში გიშლით ხელს. ეს იწვევს პირველ რიგში თითების დაბუჟებას, შემდეგ კი მთელი ხელის გაშეშებას. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი მავნე ჩვევებზე უარის თქმაა.

დიაბეტი

დიაბეტის ერთ-ერთი პირველ სიმპტომი ფეხიდან ხელების მიმართულებით მოძრავი ჩხვლეტის მსგავსი სენსაციის შეგრძნებაა. ეს კონკრეტულ არეებში სისხლის მიმოქცევის შეფერხების შედეგად ხდება და ასევე ნერვების დაბოლოებების დაზიანების შედეგად. ასეთ დროს ინსულინის მიღება ყველაზე კარგი გამოსავალია. მეორე ტიპის დიაბეტი ყველაზე ხშირად არაჯანსაღი დიეტის შედეგად იჩენს თავს, რის გამოც სისხლის ტესტირება და ექიმთან კონსულტაცია პირველ რიგში უნდა განხორციელდეს.