ორი ნატურალური პროდუქტი, რომელიც ასაკობრივი ლაქებისა და ჰიპერპიგმენტაციის ძლიერი მტერია

შემოგთავაზებთ ოხრახუშის ბაზაზე მომზადებული რამდენიმე უმარტივესი საშუალების რეცეპტს, რომელთა დახმარებით შეძლებთ პიგმენტური ლაქებისა და ჭორფლების გაღიავებას, სახის კანის ტონის გათანაბრებას.

ოხრახუში აქტიურად გამოიყენება ხელნაკეთი ნიღბების, კრემებისა და ტონიკების მოსამზადებლად. ოხრახუში მოგაშორებთ კანზე არსებულ ასაკობრივ ლაქებს, წვრილ-წვრილ ნაოჭებს, ატენიანებს კანს, ანიჭებს ელასტიურობას და ჯანსაღ იერს.

თუ ჯერ არ გამოგიყენებიათ ოხრახუში, როგორც კანის მოვლის საშუალება, აუცილებლად ცადეთ. შედეგი გაგაოცებთ, რადგან ოხრახუშის ბაზაზე მომზადებული პროდუქტები ეფექტურობით აჭარბებს ყველაზე ძვირადღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებსაც კი!

1. ოხრახუშის ტონიკი

ოხრახუშის ბაზაზე მომზადებული ტონიკი მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს, კანის ანთებას და კანს ანიჭებს ელასტიურობას.

ტონიკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ახალი, ქორფა ოხრახუში 25 გრ
  • წყალი 200 მლ
  • მინერალური წყალი 300 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ოხრახუში გარეცხეთ და ჩაყარეთ თერმოსში. წყალი აადუღეთ, დაასხით ოხრახუშს და გააჩერეთ 20-30 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და შეურიეთ მინერალური წყალი. მომზადებული ტონიკი გადაიტანეთ მუქი მინის ბოთლში და დადეთ სიგრილეში.

ტონიკი ბამბის ტამპონით საშუალებით წაისვით სუფთა სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი და ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შეგიძლიათ დაიტოვოთ მთელი დღე ან ღამე.

2. მათეთრებელი ნიღაბი

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ოხრახუში 20 გრ
  • თაფლი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

გარეცხილი ოხრახუში დანაყეთ და შეეცადეთ, მარლის საშუალებით გამოწუროთ წვენი.

ოხრახუშის წვენს დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ. ნიღაბი წრიული მოძრაობებით წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

პროცედურის ბოლოს კანზე წაისვით თქვენთვის სასურველი კოსმეტოლოგიური ზეთი ან დამატენიანებელი კრემი. თუ ზეთს გამოიყენებთ, სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები შეიშრეთ ხელსახოცით.

თვალების ირგვლივ მუქი წრეებისა და შეშუპების საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ ოხრახუშის ნაყენით  მომზადებული ყინულის კუბიკები. ნაყენის მოსამზადებლად 1 ს. კ. დაჭრილ ოხრახუშს დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი და დააყოვნეთ 30 წუთი. ნაყენი გადაწურეთ, გააგრილეთ, გაანაწილეთ ყინულის კუბიკების ფორმაში და გაყინეთ.