ხველას მარტივად რომ გაუმკლავდეთ, გამოიყენეთ კომბოსტოს ფოთლები. მეთოდი, რომელსაც წლებია ვიყენებ

ხველა რესპირატორულ დაავადებათა ერთ-ერთი სიმპტომია, რომელიც შეიძლება კვირები გაგრძელდეს. ხშირად მედიკამენტებიც კი არ შველის. საბედნიეროდ, უამრავი ბუნებრივი, უმარტივესი, უსაფრთხო და ეფექტური საშუალება არსებობს, რომელთაც აქტიურად იყენებდნენ ჩვენი წინაპრები.

სამკურნალო მეთოდი, რომელსაც შემოგთავაზებთ უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის კარგად არის ცნობილი. თაფლისა და კომბოსტოს კომპრესები კურნავს ხველას, ანთებას,  გაგათავისუფლებთ  ნახველისგან, ლორწოსგან.

მოცემული მეთოდით მკურნალობა დასაშვებია და ეფექტურია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

თაფლი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ აბუსალათინის ზეთით. თუ არ გაქვთ თაფლი ან აბუსალათინის ზეთი, გამოიყენეთ მხოლოდ კომბოსტო, მაგრამ სასურველ შედეგს თაფლით ბევრად უფრო სწრაფად მიიღებთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • კომბოსტო
  • თაფლი

ინსტრუქცია:

  1. კომბოსტოს ერთ ფოთოლს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. ფოთოლი დარბილდება. შემდეგ ერთ მხარეს თხელ ფენად გადაუსვით თაფლი და დაიდეთ მკერდზე, ზემოდან დაიფინეთ ცელოფანი და დაითბუნეთ შალით ან პირსახოცით. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ. კომპრესი აიღეთ დილით და კანი გაიწმინდეთ სველი ქსოვილით ან ჩამოიბანეთ.
  2. თუ ძლიერი ხველა გაქვთ, კომბოსტოს მეორე საფენი დაიდეთ ზურგზე, მკერდის გასწვრივ.
  3. სრულ გამოჯანმრთელებამდე დაგჭირდებათ 5-7 პროცედურა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!