ხაჭოს ფაფუკი და არომატული კრემი ტორტებისათვის. ის ნებისმიერ ნაცხობს კიდევ უფრო გემრიელს გახდის

შემოგთავაზებთ ხაჭოს ფაფუკი, ჰაეროვანი, არომატული და სქელი კრემის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერი დესერტის მოსამზადებლად გამოიყენოთ. უმარტივესი კრემი რამდენიმე წუთში გექნებათ მზად.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 300 გრ
  • კარაქი 180 გრ
  • შაქრის ფხვნილი 100 გრ
  •  შესქელებული რძე 70 გრ
  • ვანილის შაქარი 1 შეფუთვა
  • კონიაკი 1-2 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. დარბილებული კარაქი ათქვიფეთ შაქრის ფხვნილთან და ვანილის შაქართან ერთად.
  2. ნაწილ-ნაწილ დაამატეთ შესქელებული რძე და ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. ბოლოს დაამატეთ კონიაკი.
  3. ინგრედიენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
  4. ხაჭო დააბლენდერეთ ან გაატარეთ საცერზე და ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ კარაქიან მასას.

გემრიელად მიირთვით!