შემოგთავაზებთ ღვიძლის შიგთავსით მომზადებული უგემრიელესი ბლინების რეცეპტს.
ბლინები გამოაცხვეთ თქვენთვის სასურველი რეცეპტის მიხედვით.
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქათმის ღვიძლი 500 გრ
- კვერცხი 3 ცალი
- ხახვი (საშუალო) 2 თავი
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- დაჭერით ხახვი და შეწვით ზეთში.
- შემწვარ ხახვს დაამატეთ ღვიძლი და თუშეთ 15 წუთი.
- მომზადებული მასა გაატარეთ.
- კვერცხი მოხარშეთ, გახეხეთ, შეურიეთ ფარშს და შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით. ძალიან უხდება ქონდარი.
- თითოეული ბლინის შუაში დადეთ 2-2 ს. კ. ფარში და ჩვეულებრივი წესის მიხედვით გადაახვიეთ.
ბლინჩიკები შეწვით ორივე მხრიდან და გემრიელად მიირთვით!