ფხვიერი ცომის მარტივი რეცეპტი. ნებისმიერი ნაცხობი გამოდის გემრიელი და არომატული

745

შემოგთავაზებთ ძალიან გემრიელი და არომატული ფხვიერი ცომის რეცეპტს, რომლსაც ნებისმიერი დესერტის მოსამზადებლად გამოიყენებთ.

ფხვიერი ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი 100 გრ
  • ფქვილი 150 გრ
  • შაქარი 50 გრ
  • მარილი მწიკვი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ. (სოდა ნახევარი ჩ. კ.)

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, კარაქი დაარბილეთ ჩანგლით. შემდეგ შეურიეთ შაქარი და მარილი.
  2. ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  3. მზა ცომი ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.

ფხვიერი ცომი დაუჯერებლად გემრიელია, ისეთი ფხვიერია, რომ პირში დნება.

შეგიძლიათ მოამზადოთ საახალწლო, სხვადასხვა ფორმის, ორცხობილები, გააფორმეთ თქვენი ფანტაზიის მიხედვით და გაალამაზეთ სადღესასწაულო სუფრა.

ან კიდე, მზა ცომი გააბრტყელეთ 1 სმ სისქის ფენად და საშუალო ზომის ჭიქით გამოჭერით წრეები. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ცომის წრეები დააწყვეთ და გამოაცხვეთ.

ოქროსფრად დბრაწული ორცხობილები დააწყვილეთ და შეაერთეთ მოხარშული შესქელებული რძით ან თქვენთვის სასურველი კრემით, ან გამდნარი შოკოლადით.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!