გამწმენდი წვენები არის ორგანიზმის დეტოქსიკაციის უმარტივესი გზა. უამრავი სასარგებლო საკვები ნივთიერებით დატვირთული ბუნებრივი პროდუქტების საშუალებით შეძლებთ ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების გამოდევნას და ხელს შეუწყობთ მისი ფუნქციონირების გაუმჯობესებას.
შემოგთავაზებთ გამწმენდი სასმელის, ,,შავი ლიმონათის“, რეცეპტს, რომელიც აუმჯობესებს როგორც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას, ისე კანის მდგომარეობას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გაწმენდილი წყალი 700 მლ
- ლიმონის წვენი 70 მლ
- ნეკერჩხლის სიროფი 150 მლ ან ნატურალური თაფლი 1 ს. კ.
- აქტივირებული ნახშირი 3 აბი
- ჰიმალაის მარილი რამდენიმე მწიკვი
მომზადებისა და მიღების წესები:
- პირველ რიგში, გამოწურეთ ლიმონის წვენი და დაამატეთ წყალს.
- აქტივირებული ნახშირის აბები წმინდად დაფშხვენით და შეურიეთ ლიმონისა და წყლის ნარევს.
- დაამატეთ ნეკერჩხლის სიროფი ან თაფლი და აურიეთ.
- მომზადებული წვენი გადაიტანეთ თქვენთვის სასურველ მინის თავდახურულ ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.
გამწმენდი სასმელი მიიღეთ უზმოზე, საუზმისა და ვახშმის წინ, 1 საათით ადრე. გამოსაყენებლად ვარგისია 5 დღე. ყოველი გამოყენების წინ ქილა შეანჯღრიეთ.
თავდაპირველად, მიღება დაიწყეთ მცირე ულუფებით და თანდათან გაზარდეთ 1 ჭიქამდე (200 მლ), ანუ 100 მლ დალიეთ დილით, უზმოზე, ხოლო 100 მლ_ვახშმის წინ.
აქტივირებული ნახშირი ძალიან აქტიურია სხეულის დეტოქსიკაციისთვის და შეიძლება გაწმენდის პროცესში გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი მოვლენები. თუ სხეული დატვირთულია ტოქსინებით, შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა, თავის ტკივილი, დაღლილობა, გაღიზიანება და ძილიანობა. ამიტომ, დაიწყეთ მიღება მოცემული წესის მიხედვით, მცირე ულუფებით, და როგორც კი ორგანიზმი ტოქსინებისგან გაიწმინდება, ეს სიმპტომები სწრაფად გაქრება. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 2 კვირა.
ამ ინგრედიენტების კომბინაცია წარმოუდგენელ შედეგს იძლევა, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და სხვა მავნე ნივთიერებებისგან, მოგიხსნით შეშუპებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, კანის მდგომარეობას, გრძნობთ სიმსუბუქეს, აღგავსებთ ენერგიით.
მოცემული სასმელის გამოყენება არ შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!