თმის ცვენა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად უამრავი კომერციული საშუალების შეძენა არის შესაძლებელი, ბევრი უპირატესობას ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებულ ხელნაკეთ ნიღბებს ანიჭებს. და ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან უამრავი ვიტამინითა და მინერალით დატვირთული ბუნებრივი პროდუქტები ეფექტურია, უსაფრთხო, ბიუჯეტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი.
შემოგთავაზებთ ლუდის საფუვრის ბაზაზე მომზადებული 3 ხელნაკეთი ნიღაბის რეცეპტს, რომელთა საშუალებით შეიჩერებთ თმის ცვენას. ნიღბები კვებავს თავის კანს, აძლიერებს თმის ძირებს და ასწრაფებს თმის ზრდას.
B ვიტამინით, ფოლიუმის მჟავით, რიბოფლავინით, ნიაცინით, თიამინთა და პიროქსინით მდიდარი ლუდის საფუარი საოცრებებს ახდენს თმისთვის.
ნიღაბი N1 ლუდის საფუვრისა და თაფლის ნიღაბი
მოცემული ნიღაბის გამოყენება შეგიძლიათ ყველა ტიპის თმაზე. საუკეთესოა მზისგან ან ქიმიური ნივთიერებებისგან დაზიანებული თმის სამკურნალოდ და აღსადგენად.
თაფლი ატენიანებს და არბილებს თმას.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თაფლი 5 ს. კ.
- ლუდის საფუარი (ფხვნილი) 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და წაისვით თმის ძირებზე, თანაბრად გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი და შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
ნიღაბი N2 საფუვრის, კვერცხისა და ძმრის ნიღაბი
მოცემული ნიღაბი აჩერებს თმის ცვენას და ასწრაფებს თმის ზრდას. ძმარი აღადგენს თავის კანის PH ბალანს, კვერცხი კი საუკეთესო საშუალებაა ჭარბი ცხიმის შესამცირებლად, რაც თმის ცვენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თაფლი 1 ჩ. კ.
- ლუდის საფუარი 1 ჩ. კ.
- 2 ცალი კვერცხის გული
- ბალზამირებული ძმარი 1 ჩ. კ.
- შვრია 4 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
კვერცხის გულები ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მომზადებული მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე და თანაბრად გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
ნიღაბი N3 ლუდის საფუვრისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი
ეს ნიღაბი იდეალურია მშრალი თმისთვის. საოცარი კომბინაცია თმას ჰმატებს მოცულობას, ატენიანებს და ანიჭებს აბრეშუმისებრ ბზინვარებას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- საფუარი 4 ს. კ.
- ზეითუნის ზეთი 100 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ნიღაბიც მზად არის. თმა ოდნავ დაიტენიანეთ და მომზადებული მასა კარგად შეიზილეთ თმის ძირებზე და გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
სასურველი შედეგის მისაღებად გმართებთ მოთმინება, თქვენი თმის ტიპისთვის შესაბამისი ნიღბების სწორად შერჩევა და მათი რეგულარულად, კვირაში ერთხელ მაინც, გამოყენება.