ბავშვობიდან მშობლები უამრავ ჩვევას გვასწავლიან, რომლებიც რეალურად სრულიად სასარგებლო არ გახლავთ. ნახეთ რომელი მათგანი უნდა დაივიწყოთ თქვენი ჯანმრთელობის და ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად:
1. ყურების გაწმენდა
ყურებში წარმოქმნილი ცვილის გამოწმენდის ჩვევა საზიანოა, რადგან იგი ყურს ბაქტერიებისგან, მწერებისგან და ინფექციებისგან იცავს, შემდეგ კი თავისით გამოდის ყურებიდან საჭმლის ღეჭვის პროცესში. ამიტომ ყურები მხოლოდ დაბანის შემდეგ უნდა გაიწმინდოთ პირსახოცით ნაზად.
2. მიკროტალღური ღუმელისგან შორს დგომა
მიკროტალღური ღუმელი ისეთი საზიანოც არაა, როგორიც ბევრს ჰგონია. ამიტომაც მისი გამოყენებისას მიკროტალღურ ღუმელთან ახლოს დგომა პრობლემას არ წარმოადგენს.
3. უნიტაზის ჩარეცხვა სახურავის დახურვის გარეშე
ყველას გონია, რომ უნიტაზის გამოყენებისთანავე უნდა ჩარეცხოს ის, თუმცა ჩარეცხვამდე აუცილებელია მისი სახურავის დაფარება. ეს აუცილებელია, რადგან ჩარეცხვისას უნიტაზიდან ბაქტერიები შეიძლება ამოცვივდეს 2 მეტრის სიმაღლეზეც კი.
4. ყველანაირი საჭმლის გარეცხვა
ყველა სახის საჭმელს გარეცხვა არ სჭირდება. მაგალითად წითელი ხორცი და ჩიტის ხორცი არ უნდა გაირეცხოს, რადგან ამით მათი ბაქტერიების ჩამორეცხვის ნაცვლად მას საჭმლის ზედაპირზე უფრო მეტად გაავრცელებთ. ხორცის მოხარშვა ან შეწვა ბაქტერიებს ისედაც მოკლავს.
5. ცხვირის გაწმენდა
ცხვირის გაწმენდიტ შეიძლება მასში ბაქტერიების მოხვედრა და ნესტოებში ინფექციის გაჩენა გამოიწვიოთ. ამიტომ გაჭედილი ცხვირის გასასუფთავებლად მხოლოდ წყლით და მარილით მსუბუქად გამორეცხვაა დაშვებული.
6. ჩაიდანში გაჩენილი ნადები საშიშია
ჩაიდანში და მსგავს ჭურჭელში გაჩენილი თეთრი ნადები უსაფრთხოა, რადგან ისინი უბრალოდ კალციუმის და მაგნიუმის ნაზავს წარმოადგენენ. ამ ქიმიკატებს სხვადასხვა მედიკამენტების სახით ბევრი იღებს. თანაც, ნადები უსაფრთხოა რადგან მას დიდი რაოდენობით არავინ ჭამს სპეციალურად.
7. ჭამის შემდეგ კბილების გამოხეხვა
ჭამის შემდეგ 30-60 წუთი უნდა მოიცადოთ კბილების გახეხვამდე, რადგან საჭმლის ჭამის შემდეგ კბილების ზედაპირი შეიძლება მჟავების ზემოქმედების შედეგად უფრო სენსიტიური იყოს. მაგალითად ხილის ან რძის პროდუქტების ჭამის შემდეგ კბილების გახეხვით მის ზედაპირს დააზიანებთ, რადგან ამ პროდუქტებში არსებული მჟავები კბილების სენსიტიურობას ზრდის.
8. ფეხების გადაჯვარედინება საზიანოა
ახალი კვლევების მიხედვით დადგინდა რომ ფეხების გადაჯვარედინება ვარიკოზული ვენების გაჩენას საერთოდ არ იწვევს, თუმცა ასეთ პოზაში დიდი ხნით მაინც არ უნდა გაჩერდეთ.
9. კომპიუტერის გამოყენება საზიანოა თქვენი თვალებისთვის
გამოიყენეთ მონიტორის განათების შესაფერისი დონე, ნუ იჯდებით კომპიუტერთან დიდი ხანი შესვენების გარეშე და დაახამხამეთ თვალები მათი გამოშრობის თავიდან ასაცილებლად. ასეთი ჩვევები სრულიად საკმარისია ზიანისგან თავის დასაცავად.
10. ავტომობილის საჭის დაჭერა “10” და “2” პოზიციაში
ბევრს სჯერა, რომ ამ ადგილებში საჭეზე ხელის მოკიდება ავტომობილის უკეთ გაკონტროლებაში დაგეხმარებათ. თუმცა, ექსპერტების რეკომენდაციით უმჯობესია ხელების “9” და “3” პოზიციებში მოკიდება, რადგან ასე მაღალი სიჩქარით სიარულოს დროს უფრო ადვილად მოუხვევთ.