
შემოგთავაზებთ უგემრიელესი კერძის, კარტოფილის ,,ზრაზის“ რეცეპტს, რომლის მომზადებაც კი სიამოვნებას განიჭებთ.
ამ გემრიელობის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 500 გრ საქონლის უცხიმო ხორცი
- 1,5 კგ კარტოფილი
- 1 თავი ხახვი
- 50 გრ კარაქი
- ½ ჩ. ჭ. ფქვილი
- 100 გრ ზეთი
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- საქონლის ხორცი გაატარეთ და შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით.
- ხახვი წვრილად დაჭერით, დაასხით 1-2 ს. კ. ზეთი და ოქროსფრად დაბრაწეთ, შემდეგ დაამატეთ ხორცი, დაასხით ცოტა წყალი, დაახურეთ ხუფი და შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე. მზა ხოცი გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
- კარტოფილისგან მოამზადეთ პიურე, დაამატეთ კარაქი, მარილი, ფქვილი, თქვენთვის სასურველი სანელებლები და კარგად აურიეთ (ფქვილი ნელ-ნელა დაამატეთ, რათა მასა ერთგვაროვანი იყოს). შემდეგ გააგრილეთ.
- ზრაზი უნდა მოამზადოთ შემდეგი წესის მიხედვით. კარტოფილის პიურე დაიტანეთ ხელისგულზე, დაახლოებით სუფრის კოზ-ნახევარი, და გააბრტყელეთ ხელისგულის ზომაზე და შუაში, სიგრძეზე, ჩადეთ მომზადებული ფარში, გამოხელეთ ზრაზი და მომზადებისთანავე შეწვით კარგად გაცხელებულ ზეთში.
ზრაზი შეწვით ორივე მხრიდან და ისიამოვნეთ. დამერწმუნეთ, ის თქვენი ოჯახის საყვარელი კერძი გახდება. გემრიელად მიირთვით!