გავბედე და მოვამზადე ნაყინი ხაჭოთი. ისეთი გემრიელი და არომატული გამოვიდა, რომ რეცეპტს თქვენც გაგიზიარებთ.
ჩემი ოჯახის წევრებს ისე მოეწონათ, რომ ექსპერიმენტები ჩავატარეთ და ხან ბანანი დავამატეთ, ხან ლიმონის წვენი. სასწაული გამოვიდა მოხარშული შესქელებული რძით, კარამელით, შოკოლადის განაშით.
რაც მთავარია, ნაყინი ძალიან სწრაფად და მარტივად მოსამზადებელია. და კიდევ, პატარებისთვის სასარგებლოა.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ცხიმიანი ხაჭო 200 გრ (უმჯობესია შინაური გამოიყენოთ)
- რძე 50 მლ
- შესქელებული რძე ნახევარი ქილა
მომზადების წესი:
- ხაჭო და შესქელებული რძე დააბლენდერეთ ისე, რომ უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- შემდეგ დაამატეთ რძე და კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ.
- მომზადებული მასა გადაიტანეთ თქვენთვის სასურველ ფორმაში ან პატარა ფიალებში და 4-5 საათით შედეთ საყინულეში.
მოამზადეთ და სასიამოვნოდ გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები!