არაჟნის ნაზი ცომით მომზადებული შაქრის ხრაშუნა ხვეულები უმარტივესი მოსამზადებელია. რამდენიმე წუთში შეძლებთ უგემრიელესი და ზომიერად ტკბილი ხვეულების დაგემოვნებას.
ნაზი, ფხვიერი და არომატული დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 320 გრ
- კარაქი 200 გრ
- შაქარი 8 ს. კ.
- არაჟანი 20%-იანი 125 გრ
- ვანილი
მომზადების წესი:
- გაცრილი ფქვილი ჩაყარეთ ღრმა თასში, ჩაახეხეთ ცივი კარაქი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ არაჟანი და მოზილეთ ცომი.
- მომზადებული ცომი გაყავით 8 თანაბარ ნაწილად და გამოხელეთ გუნდები.
- თითოეული გუნდა გააბრტყელეთ მართკუთხა ფორმის თხელ ფენებად, მოაყარეთ თითო-თითო ს. კ. შაქარი და თანაბრად გაანაწილეთ (კიდეებზე შაქარი არ მოაყაროთ). შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტა დარიჩინიც. შემდეგ გადაკეცეთ რულეტივით და კიდეები მჭიდროდ შეაერთეთ.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მზა რულეტები თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 45-50 წუთი.
მოამზადეთ ზომიერად ტკბილი ოქროსფრად დაბრაწული შაქრის ხვეულები და ისიამოვნეთ. თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ მოაფრქვიოთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით!