როგორ მოვამზადოთ ,,რაფაელო“ საკუთრი ხელით. გემო, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ

,,რაფაელო“ გემრიელობა, ტკბილი თავდავიწყება, რომელიც ყველას უყვარს.

მოამზადეთ და გაახარეთ თქვენი პატარები, თან ისეთი მარტივი გასაკეთებელია, რომ მომზადების პროცესშიც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.

საოცარი კანფეტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შესქელებული რძე 200 გრ
  • კარაქი 200 გრ
  • ვანილის შაქარი ან კონიაკი გემოვნებით
  • ქოქოსის ფანტელი 250 გრ
  • ნუში, დაახლოებით, 70 ცალი

მოცემული ინგრედიენტებით, დაახლოებით, 70 ცალი კანფეტის  მომზადებას შეძლებთ.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ნუშს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ რამდენიმე წამი. წყალი გადაღვარეთ. ნუშს კანი გააცალეთ და ჩაყარეთ ცივ წყალში. წყალი გადაღვარეთ, ნუში ხელსახოცით გააშრეთ და ცოტა ხნით დაყარეთ ცხელ ტაფაზე. ნუში უნდა გააშროთ.
  2. ოთახის ტემპერატურის კარაქი დაარბილეთ ჩანგლით. შემდეგ  შეურიეთ შესქელებული რძე, ვანილის შაქარი, 150 გრ ქოქოსის ფანტელი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. მზა კრემი 1-2 საათით შედეთ მაცივარში. დაიწყეთ კანფეტების მომზადება.
  4. კრემი აიღეთ  ჩაის კოვზით (კარგად სავსე) და მოამრგვალეთ. მიღებულ ბურთულების შუაგულში ჩადეთ ნუში და ზემოდან დაფარეთ ქოქოსის ფანტელით.

მზა ბურთულები ჩააწყვეთ თავდახურულ კონტეინერში და შედეთ მაცივარში.

მოამზადეთ, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!