როგორ შევიმსუბუქოთ მუხლების ტკივილი თაფლისა და ასპირინის დახმარებით

მიღებული ტრამვების შედეგად და ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ექმნებათ, რომელსაც შედეგად მოჰყვება სახსრების ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნებები, უხასიათობა.

მედიკამენტებს, რომელთაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს, სხვა ორგანოებისთვის ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოთ მათი გამოყენება. გირჩევთ, რომ სამკურნალო საშუალებებად ხალხური მედიცინის რეცეპტები გამოიყენოთ.

სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივესი, უძლიერესი  საშუალების რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად მხოლოდ ორი იგრედიენტი დაგჭირდებათ:

  • ასპირინი 10 აბი
  • თაფლი 200 გრ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ასპირინის აბები დაფხვენით და კარგად აურიეთ თაფლში. მომზადებული ნაზავი 10 დღით დააყოვნეთ თბილ ადგილზე და დროდადრო მოურიეთ ხოლმე.
  2. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, მალამო შეიზილეთ მუხლებზე, შემოიხვიეთ ცელოფანი, შემდეგ კი-შალის ქსოვილი. შეიძლება დაზიანებული ადგილი მსუბუქად შეგიწითლდეთ, იგრძნოთ ქავილი, მაგრამ არ ინერვიულოთ, დროთა განმავლობაში გაგივლით.
  3. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ ღამე, სანამ ტკივილის შემსუბუქებას არ იგრძნობთ. კარგი იქნება სახსრებისთვის მსუბუქ ვარჯიშებსაც თუ ჩაიტარებთ.
  4. თუ თაფლზე ალერგიული ხართ, მაშინ ეს საშუალება არ გამოიყენოთ.

მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.