უმარტივესი ხელნაკეთი კრემი, რომელიც ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქციის გაცილებით ეფექტური ალტერნატივაა

გვემატება ასაკი და თანდათან ჩვენი სახის კანზე, კისერზე, ხელებზე ჩნდება ნაოჭები.

ნაოჭების, უსიამოვნო წვრილი და ღრმა ხაზების, წარმოქნას იწვევს შემაერთებელ ქსოვილში კოლაგენისა და ელასტინის დათხელება, რასაც შედეგად მოჰყვება უჯრედის დაშლა.

სამწუხაროდ, ნაოჭები მხოლოდ ასაკის გამომხატველი ნიშანი აღარ არის და საკმაოდ გაახალგაზრდავდა.

ნაოჭების გაჩენას იწვევს გარემო ფაქტორები, მზის სხივების გადაჭარბებული ზემოქმედება, ზოგიერთი მედიკამენტი, წონის ერთბაშად დაკლება, სტრესები, გენეტიკური მიდრეკილება, E ვიტამინის დეფიციტი.

თუ გსურთ, აირიდოთ ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნა, უარი თქვით მოწევაზე.

რეგულარულად იზრუნეთ კანზე, დაიტენიანეთ, გამოიყენეთ სწორად შერჩეული კანის მოვლის ხარისხიანი საშუალებები. გარდა ამისა, იკვებეთ სწორად და მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი.

შემოგთავაზებთ ანტიასაკობრივი საცხის რეცეპტს, რომელიც ამცირებს ღრმა ნაოჭებს, კვებავს კანს და ხელს უშლის ახალი ნაოჭების წარმოქმნას.

საცხის ძირითადი ინგრედიენტი არის C ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას, მატებს კანს ელასტიურობას. თუ კანს საკმარისი რაოდენობით მიაწვდით C ვიტამინის, კოლაგენის გამომუშავება გაიზრდება და ნაოჭების წარმოქმნა შეფერხდება.

საცხის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • L-ასკორბინის მჟავა (C ვიტამინის ფხვნილი) 1 ჩ. კ.
  • ალოე ვერას გელი მეოთხედი ჩ. ჭ.
  • ქოქოსის ზეთი (ცივი გამოხდის) 2 ს. კ.
  • E ვიტამინის ზეთი 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ, გადაიტანეთ მუქი მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

ხელნაკეთი საცხი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ. წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისერზე, ხელებზე. მოერიდეთ თვალების ირგვლივ კანს. წაისვით ძილის წინ და სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე. დილით სახე დაიბანეთ თბილი წყლით.

შედეგი აღგაფრთოვანებთ!