შაქრის დონის გაკონტროლებაში ეს ხელმისაწვდომი ხალხური რეცეპტი ძალიან დაგეხმარებათ

დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია არასწორ მეტაბოლიზმთან, ასევე პანკრეასის არასაკმარის ფუნქციონირებასთან.

ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ იწვევს წამლებზე და ინსულინზე დამოკიდებულებას.

შემოგთავაზებთ რეცეპტს ხალხური მედიცინიდან, რომლის საშუალებით დაირეგულირებთ და შეინარჩუნებთ სისხლში შაქრის დონეს. ორი ბიუჯეტური და უმარტივესი ინგრედიენტი  შეძლებს თქვენი ცხოვრების შეცვლას და აგარიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ორივე ინგრედიენტი არის სასარგებლო და უამრავი საკვები ნივთიერებით გაჯერებული.

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნიახური (ღეროებით) 300 გრ
  • 6 ცალი დიდი ლიმონის წვენი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. დაგჭირდებათ 2 ქვაბი. ერთი საშუალო ზომის ქვაბი წამლის მოსამზადებლად და მეორე შედარებით დიდი_ორთქლის აბაზანისათვის.
  2. ნიახური გარეცხეთ გამდინარე წყალში, დაყარეთ საწურზე და ცოტა ხნით გააჩერეთ. დაჭერით, ჩაყარეთ საშუალო ქვაბში და  დაასხით ლიმონის წვენი. ქვაბს დაახურეთ თავსახური და დადგით წინასწარ მომზადებულ ორთქლის აბაზანაზე. როდესაც წყალი ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ დაბალზე, ქვაბს სარქველი არ ახადოთ და ნარევი 2 საათის განმავლობაში ადუღეთ.
  3. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და ცოტა ხნით გააჩერეთ.
  4. გაგრილებული ნარევი გადაწურეთ, სითხე გადაიტანეთ მინის თავდახურულ ჭურჭელში და აუცილებლად შეინახეთ მაცივარში.
  5. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი საუზმემდე 30 წუთით ადრე. მიღების წესი უნდა დაიცვათ!

მომზადებული მასა გეყოფათ, დაახლოებით, 2 თვემდე. შაქრის დონე სისხლში თანდათან დაიწევს და დარეგულირდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!