ნამცხვარი ,,ძეხვი“ ყველასთვის საყვარელი დესერტი. ნუგბარი, რომლსაც დიდი სიყვარულით ვამზადებ. ვამზადებ და თან სულში ბავშვობის ტკბილი მოგონენები მიღიტინებს. მახსენდება სამზარეულოში მოფუსფუსე დედა. მე კი სულ პატარა გოგონა, მოუთმენლად ველოდები იმ წუთს, როდესაც დედიკოს ხელით მომზადებლ საოცრებას დავაგემოვნებ.
ბევრ ადამიანს გაახსენდება ტკბილი ბავშვობა და უგემრიელესი, საოცარი ნამცხვარი ,,ძეხვი“.
შემოგთავაზებთ უმარტივესად მოსამზადებელი ნამცხვრის რეცეპტს, რომელსაც არ სჭირდება გამოცხობა და სულ რამდენიმე წუთში თქვენი ნუგბარი მზად იქნება.
საჭირო იგრედიენტები:
- ორცხობილა 0,5 კგ
- ნიგოზი ან თხილი, ან მიწის თხილი100 გრ
- კაკაო 2 ს. კ.
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- რძე 100 მლ
- ვანილი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ორცხობილა გახეხეთ ან გაატრეთ.
- ნიგოზი დაჭერით და კარგად აურიეთ გახეხილ ორცხობილას.
- აიღეთ თასი და რძე, კარაქი, შაქარი, კაკაო კარგად აურიეთ, შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- მომზადებულ მასაში ჩაყარეთ ნიგვზისა და ორცხობილას ნარევი და კარგად აურიეთ.
- შოკოლადის მასა გაყავით 2 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი დაიტანეთ საკვების ცელოფანზე, მიეცით ძეხვის ფორმა და მჭიდროდ გადაახვიეთ.
- 3-4 საათით შედთ მაცივარში.
მოთმინებით დაელოდე, დრო სწრაფად გავა. დაჭერით უგემრიელესი ნამცხვარი ,,ძეხვი“ და ტკბილად იმოგზაურეთ ბავშვობის უნატიფეს ხანაში.
გემრიელად მიირთვით!