ქოლესტერინის მოჭარბება გაწუხებთ? საშინაო რეცეპტი მოგიწესრიგებთ პრობლემას და დაგავიწყებთ წნევის მკვეთრ ცვლილებებს

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ნარევის რეცეპტს, რომელსაც ამიშები უძველესი დროიდან იყენებენ იმუნიტეტის გასაძლიერბლად, ცუდი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, სისხლის წნევის დასარეგულირებლად  და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემათა საწინააღმდეგოდ.

ამიშები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ თანამედროვე საზოგადოების მიჯნაზე და ეყრდნობოდნენ მხოლოდ ბუნებრივ მედიცინას.

სამკურნალო ნარევი უძლიერესი ინგრედიენტების კომბინაციაა, რომელიც საოცრებებს ახდენს თქვენი ორგანიზმისთვის.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ვაშლის ძმარი 1 ს. კ.
  • ნიორი 1 კბილი
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი

მომზადების წესი:  

ამიშებისგან განსხვავებით სიმარტივისთვით გამოიყენეთ ბლენდერი. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და 5 დღით შედეთ მაცივარში.

გამოყენების წესები:

სამკურნალო ნარევის 1 სუფრის კოვზი მიიღეთ დილით, უზმოზე, და 1 სუფრის კოვზი_ საღამოს, ვახშმის წინ.

სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 10-14 დღე. შემდეგ  ცოტა ხნით შეისვენეთ და კვლავ გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!