იმისათვის, რომ შევეწინააღმდეგოთ ასაკს და შევინარჩუნოთ ჯანსაღი და ძლიერი ძვლები აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ორგანიზმს კალციუმი.
კალციუმის ბუნებრივი საბადოა კვერცხის ნაჭუჭი. კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, აგრეთვე გაჯერებულია უამრავი ნუტრიენტით, დაწყებული A ვიტამინით დამთავრებული ომეგა-3-ით.
კვერცხის ნაჭუჭი გაჯერებულია კალციუმით, რომელსაც მარტივად ითვისებს ადამიანის ორგანიზმი. გარდა ამისა, შეიცავს აუცილებელ 27 მიკროელემენტს: სპილენძს, ფტორს, ფოსფორს, თუთიას და სხვა მრავალს.
სწორედ ამიტომ, არის კვერცხის ნაჭუჭი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინგრედიენტი ძვლების, ლიგატებისა და მყესების ბუნებრივად გასამაგრებლად!
შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ კალციუმით გაჯერებული უძლიერესი სამკურნალო ნარევის მომზადებას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხის დაფქული ნაჭუჭი 1 ს. კ.
- წყალი 200 მლ
მომზადებისა და მიღების წესები:
- პირველ რიგში, მოამზადეთ კალციუმით დატვირთული ფხვნილი. კვერცხი (უმჯობესია, შინაური ქათმის კვერცხი გამოიყენოთ) გარეცხეთ, გააშრეთ, გატეხეთ და ნაჭუჭები 2-3 დღე დააწყვეთ გასაშრობად. გამომშრალი ნაჭუჭები დაფშხვენით და გადაიტანეთ მინის თავდახურულ კონტეინერში.
- 200 მლ წყალი აადუღეთ, დაამატეთ 1 ს. კ. დაფქული ნაჭუჭი და მოურიეთ. დაელოდეთ გაგრილებას და დალიეთ ძილის წინ.
- სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 1 თვემდე. შემდეგ რამდენიმე თვე შეისვენეთ და საჭიროების მიხედვით კვლავ კვლავ გაიმეორეთ.
ნუ გადაიხდით ზედმეტს, მოერიდეთ ქიმიური პრეპარატების მიღებას. გამოიყენეთ ბუნებრივი პროდუქტები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!