როგორ დავაჩქაროთ თმის ზრდა და მინიმუმამდე შევიმციროთ მისი ცვენა საშინაო საშუალებით

0
109

ლამაზი, გრძელი თმა ყველა ქალბატონის ოცნებაა და ისინი ამისთვის ძალისხმევას არ იშურებენ. მაგრამ ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოიყენოს ძვირადღირებული საშუალებები. გირჩევთ, გადახედოთ ხალხური მედიცინის რეცეპტებს. მათი შემადგენლობა ბუნებრივი ინგრედიენტებითაა გაჯერებული და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

სტატიაში შემოგთვაზებთ თმის მოვლის საუკეთესო ნიღაბის რეცეპტს, რომელიც ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდას.

საჭირო ინგრედიენტები:

  • მდოგვის ფხვნილი 2 ს. კ.
  • ცხელი წყალი 2 ს. კ.
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
  • შაქარი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მდოგვის ფხვნილის შეძენა ნებისმიერ მარკეტში შეგიძლით, სანელებლების განყოფილებაში.
  2. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. შაქარი შეგიძლიათ ცოტა მეტი დაამატოთ. მაგრამ თუ შაქარს საერთოდ არ გამოიყენებთ, მაშინ სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
  3. მომზადებული ნიღაბი დაიტანეთ ტენიან თმაზე და დაახლოებით 15 წუთიდან-1 საათამდე გაიჩერეთ, მაგრამ თუ აგეწვათ, უმჯობესია დაიბანოთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევვები, მოამზადეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალება და ხელი შეუწყვეთ თმის სწრაფად ზრდას.