პირველ რიგში, ასაკი აისახება თვალების ირგვლივ კანზე, კისერზე და ხელებზე.
მზის სხივების ზემოქმედება, ქარი, სიცივე, სიცხე_ ეს იმ ფაქტორთა ჩამონათვალია, რომლებიც გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე.
აუცილებელია კანისთვის იმ სასარგებლო საკვები ნივთიერებების მიწოდება, რომლებსაც კანი დროთა განმავლობაში კარგავს. სწორედ ამიტომ, გამოიყენეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული კანის მოვლის საშუალებები.
შემოგთავაზებთ რეცეპტებს, რომელთა მიხედვით შეძლებთ ყავის ზეთის და ანტიასაკობრივი საცხის მომზადებას.
პირველ რიგში, ამზადებთ ყავის ზეთს, რადგან მოცემული საშუალება გჭირდებათ საცხის მოსამზადებლად.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი ნახევარი ჩ. ჭ.
- დაფქული ყავა 3 ჩ. კ.
მომზადების წესი:
ზეითუნის ზეთი დადგით დაბალ ცეცხლზე და გააცხელეთ, არ აადუღოთ, დაამატეთ ყავა, მოურიეთ და გააჩერეთ მთელი ღამე. ზეთი გადაიტანეთ მინის ბოთლში და შეინახეთ სიგრილეში.
საცხის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შიას კარაქი 1 ს. კ.
- ასკილის ნახარში 1 ჩ. კ.
- ჟოჟობას ზეთი 1 ჩ. კ.
- ყავის ზეთი (რომელიც ზემოთ მოცემული რეცეპტის მიხედვით მოამზადეთ) 2 ჩ. კ.
- კაკაო 2 ს. კ.
- ლავანდის ეთერზეთი 10 წვეთი
- გვირილას ან სალბის ეთერზეთი 10 წვეთი
მომზადების წესი:
- შიას კარაქი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ კაკაო და აურიეთ. როცა კარაქი გადნება, დაამატეთ ასკილის ნახარში, ჟოჟობას ზეთი, ყავის ზეთი და კარგად აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- დაამატეთ ლავანდისა და გვირილას ეთერზეთი და აურიეთ.
- მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. გამოსაყენებლად ვარგისია 6 თვე.
- საცხის გამოყენებამდე გაიკეთეთ ტესტი. იდაყვის შიგნითა მხარეს წაისვით საცხის მცირე მასა და დაელოდეთ 20-40 წუთი. თუ არ მოჰყვა ალერგიული რეაქცია, თამამად გამოიყენეთ.
მოცემული საშუალების გამოყენებამდე სახე გაიწმინდეთ და საღამოს, ძილის წინ, მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე, კისერზე, ხელებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე.
საცხის შემადგენლობაში შემავალი ყველა ინგრედიენტი, აუცილებელია კანისთვის, მაგალითად, ყავა ანტიოქსიდანტების წყაროა, რომელიც აფერხებს თავისუფალ რადიკალების მოქმედებას.
ლავანდა ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა და ხელს უწყობს ქსოვილის აღდგენას.
გვირილა და სალბი ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას და აქვს დამამშვიდებელი და მატონიზირებელი ეფექტი.
ასკილში არსებული ცხიმოვანი მჟავებისა და C ვიტამინის კონცენტრაციას აქვს კანის დატენიანების ფუნქცია.