ჩვენი ტვინის დავიწყების უნარი ბუნებრივი თავდაცვითი რეაქციაა. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ფსიქიკა უბრალოდ ვერ აიტანს ამდენ დატვირთვას. მაგრამ ხშირი დავიწყება დისკომფორტს გვიქმნის. რა მიზეზები აქვს ამას და როგორ შეიძლება სიტუაცია გამოსწორდეს?
1. ძილის ნაკლებობა
ეს, საშუალო ასაკის ახალგაზრდებში, დავიწყების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ცხოვრების გიჟური რიტმი, ზეგანაკვეთური სამუშაო არაპირდაპირი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს ამ პრობლემაზე. ადამიანი 6 საათზე ნაკლებ დროს ხარჯავს ძილში. მეცნიერების დაკვირვების თანახმად, ერთი კვირის განმავლობაში ასეთი ძილის რეჟიმი, ტვინში ინფორმაციის დამახსოვრების უნარს ამცირებს. და ყველაზე უარესი რაც ამ სიტუაციაში შეიძლება მოხდეს არის ის, რომ წამლების დახმარებით ებრძოლო ამ პრობლემას. დასვენების არარსებობით გამოწვეული დავიწყება არ არის პათოლოგიური. მისი აღმოფხვრისათვის დასვენების და სამუშაო რეჟიმის სწორად ორგანიზება, ძილის დარეგულირება საკმარისია.
2. დაუბალანსებელი კვება
დიეტის დროს და განსაკუთრებით მონო-დიეტის დროს წონის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების ფუნქციის დარღვევა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით არასახარბიელოა ზედმეტად მკაცრი დიეტა, როდესაც ნახშირწყლები პრაქტიკულად კვების რაციონიდან ამოღებულია, ხოლო ცხიმის რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ფაქტია, რომ ტვინს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ცხიმოვანი მჟავები სჭირდება. მათი დეფიციტი კოგნიტური ფუნქციები დარღვევას და მეხსიერების დაკარვას იწვევს. ამიტომ, უმჯობესია დიეტაზე უარი თქვათ. ამის ნაცვლად, შეცვალეთ დიეტა, გახადეთ ის უფრო ჯანსაღად, დაბალანსებულად და თქვენი სხეულის შესაფერისად. და ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ, ღამით ჭამა – ეს დიდი შეცდომაა. სხეული ემზადება ძილისთვის, თქვენ კი კუჭს აიძულებთ იმუშაოს, რაც არასწორია.
3. მავნე ჩვევების მოშორება
ალკოჰოლი და მოწევა ფიზიოლოგიურ დონეზე მეხსიერების სერიოზულ პრობლემებს იწვევს. თითოეული ღერი სიგარეტი იწვევს ვაზოსპაზმს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ ნიკოტინი უჯრედების სიკვდილს პროვოცირებას ახდენს, რომლებიც სწრაფ რეაგირებასა და მეხსიერებაზე არიან პასუხისმგებელნი. მაგრამ ალკოჰოლი არღვევს კონცენტრაციას. კოგნიტური შესაძლებლობები მცირდება, იზრდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაღლილობა. შედეგად, ხდება დავიწყება და მეხსიერების ნაწილობრივი დაკარგვა.
4. ყველაფრის გაკეთების სურვილი
თუ დღეში უამრავი რამ გაქვთ გასაკეთებელი, დავიწყების მიზეზი შეიძლება უბრალოდ ზედმეტად ბევრი სამუშაო იყოს. ტვინი ვერ უმკლავდება მულტიმეტიზაციას, რომლის საშუალებითაც მუშაობთ. პატარა განტვირთვის მიზნით, ის იწყებს არჩევას და ითვალისწინებს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან დავალებებს, სხვა დანარჩენი ავიწყდება. ამიტომ დაავალეთ მხოლოდ ისეთი რამ, რომელთა მოგვარებაც ზარალის გარეშე შეგიძლიათ.
5. დეჰიდრატაცია
იმისთვის, რომ ტვინმა ოპტიმალურად იმოქმედოს, ცხიმოვან მჟავებთან ერთად, მას ასევე სჭირდება საკმარისი რაოდენობის წყალი. ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ, რომ ძალიან ცოტა სითხეს ვიღებთ. რაც მთავარია, უნდა ვიცოდეთ კონკრეტულად რას ვსვამთ. ჩაი, ყავა, გაზიანი სასმელები წყლის ბალანსის რეგულირების ნაცვლად, პირიქით, აშრობს სითხეს. შედეგად, ტვინი უარესად იწყებს მუშაობას. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია ზემოთ ჩამოთვლილი სასმელების მინიმუმამდე დაყვანა და სასმელი წყლის დიდი რაოდენობით მიღება.
6. სტრესი
სამსახურსა და სახლში მოულოდნელი და უსიამოვნო სიურპრიზები ხშირად იწვევს ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევას. თუ ასეთი ეპიზოდები ხშირია, სახეზეა ქრონიკული სტრესი. ნერვული სისტემა მუდმივად დაძაბულია, სხეული კი მთელი ძალით ცდილობს არა დაიმასოვროს რაიმე, არამედ გადარჩეს. ასე რომ, ამ შემთხვევაში დავიწყების პრობლემის გადალახვას ხელს უწყობს კარგი (ზოგჯერ ხანგრძლივი) დასვენება და სტრესის გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრა. არაფერია იმაზე მარტივი, ვიდრე იმის მოშორება, რაც ხელს უშლის ნორმალურად ცხოვრებას.