შემოგთავაზებთ მხოლოდ 2 ინგრედიენტის კომბინაციით მომზადებული თმის ნიღაბის რეცეპტს, რომელიც საოცრებებს ახდენს თქვენი თმისთვის.
მოცემული საშუალების წყალობით შეძლებთ თმის ბუნებრივი ფერის შენარჩუნებას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ლიმონის ახალგამოწურული წვენი 1-2 ს. კ.
- ქოქოსის ზეთი 2-3 ს. კ.
ინგრედიენტების რაოდენობა განსაზღვრეთ თქვენი თმის სიგრძის მიხედვით.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე და გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 60 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
უძლიერესი ინგრედიენტების კომბინაცია აღადგენს დაზიანებულ თმას, აძლიერებს თმის ფოლიკულებს და მრავალი სხვა სარგებელი მოაქვს თმისთვის.
1. ქერტლის საწინააღმდეგო საშუალება
ანტიოქსიდანტებით გაჯერებული ორი უძლიერესი ინგრედიენტის კომბინაცია აძლიერებს თმის ფოლიკულებს და გაგათავისუფლებთ ქერტლისგან.
2. ხელს უწყობს თმის ზრდას
მინერალებითა და ცილებით მდიდარი ნაზავი ხელს უწყობს თმის ზრდას.
3. აფერხებს თმის გაჭაღარავებას
C ვიტამინით მდიდარი ლიმონის წვენისა და ქოქოსის ზეთის კომბინაცია აფერხებს თმის გაჭაღარავებს.
4. თავის კანის ქავილი
ლიმონის ახალგამოწურული წვენისა და ქოქოსის ზეთის კომბინაციას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, შეგიმსუბუქებთ თავის კანის ქავილს. გარდა ამისა, ატენიანებს კანს და არ აძლევს გამოშრობის საშუალებას.
5. თმის ცვენის საწინააღმდეგო
ნაზავი კვებავს თმის ფოლიკულებს, აძლიერებს თმის ღერებს, აფერხებს თმის ცვენას და მატებს თმას მოცულობას.
6. არბილებს თმას
ორივე ინგრედიენტის ღრმა კონდიცირების უნარს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი თმის ტექსტურა. ამ საოცარი კომბინაციის რეგულარულ გამოყენებას შეუძლია დაარბილოს, გააძლიეროს და ბზინვარება შემატოს თქვენს თმას.
7. იცავს თმას მზის ზემოქმედებიდან
ორივე ინგრედიენტში არსებული ნაერთები იცავს თმას მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან, რომლებიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს თქვენს თმას და ხდის მას მტვრევადს.
მოერიდეთ ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული თმის საღებავებს, კვირაში ერთხელ გამოიყენეთ ლიმონის წვენისა და ქოქოსის ზეთის ნაზავი და შეუნარჩუნეთ თმას ბუნებრივი ფერი!