შემოგთავაზებთ ხახვისა და ალოეს გელის ბაზაზე მომზადებული, ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბის რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხახვის წვენი 1 ს. კ.
- ალოეს გელი ნახევარი ს. კ.
- თაფლი 1,5 ჩ. კ.
- სოიოს ზეთი ნახევარი ჩ. კ.
- მწვანე ჩაი (წმინდად დაფხვნილი) 1 ჩ. კ.
- გამხმარი (წმინდად დაფხვნილი) პიტნა ნახევარი ჩ. კ.
მომზადების წესი:
- მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და ერთი დღე შედეთ მაცივარში. ქილა შიგადაშიგ შეანჯღრიეთ ხოლმე.
- გამოყენების წინ ქილა არ შეანჯღრიოთ. ნიღაბის თხევადი ნაწილი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კანის პრობლემურ უბნებზე. შეგიძლიათ სამოქმედოდ დაიტოვოთ მთელი ღამე. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
თუ არ გაქვთ დრო, ნიღაბი გააჩეროთ მთელი ღამე, შემოგთავაზებთ მოცემული ნიღაბის ალტერნატიულ საშუალებას. მწვანე ჩაის (1 ჩ. კ.) და პიტნის ფხვნილს (ნახევარ ჩ. კ.) დაასხით ცოტა მდუღარე და გააჩერეთ გაგრილებამდე. შემდეგ დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და აურიეთ.
დამარბილებელი ეფექტის მქონე უმარტივეს, მაგრამ დაუჯერებლად ეფექტურ ნიღაბს მოამზადებთ ხახვის წვენის, ალოეს გელისა და თაფლის კომბინაციით.
მოცემული საშუალებების შემადგენლობაში შედის თაფლი, ამიტომ გამოყენებამდე აუცილებლად გაიკეთეთ ტესტი. იდაყვის შიგნითა მხარეს წაისვით ნიღაბის მცირე ნაწილი და დააკვირდით. თუ მოჰყვა ალერგიული რეაქცია, ნიღაბი არ გამოიყენოთ.
იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა, ლამაზი კანი და თავი იგრძნოთ ბევრად უკეთ, დღის განმავლობაში მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი, იკვებეთ სწორად, დაიცავით ძილის გრაფიკი, დაკავდით ფიზიკური აქტივობებით.