ვიტამინებით, ორგანული მჟავებითა და ცხიმებით მდიდარი ავოკადო გაჯერებულია სამკურნალო თვისებებით. ნაყოფზე არანაკლებ სასრგებლოა მისი თესლი, რომელსაც მრავალი სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ავოკადოს კურკა მაგარია, მისი ფხვნილად გადაქცევა არ არის რთული. მთავარია, სწორი ტექნოლოგიის დაცვა, მცირე ძალისხმევა და ბუნებრივი წამალიც მზად არის.
შემოგთავაზობთ ავოკადოს თესლის ფხვნილის მომზადების წესს. გაგიზიარებთ მარტივ რჩევებს, როგორ და რისთვის უნდა გამოიყენოთ ეს საოცარი ფხვნილი.
- ავოკადოს კურკა შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს, რომელთა საშუალებით აირიდებთ როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ, ისე კანის, თმისა და ფრჩხილის პრობლემებს.
- ავოკადოს კურკა შეიცავს ამინომჟავებს, ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
- ტანინებს _ ანთების საწინააღმდეგო ეფექტით გაჯერებული ეს ნივთიერება ხელს უშლის ბაქტერიების ზრდას.
- უჯრედისი არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას. გამოდევნის ორგანიზმიდან ნარჩენებსა და ტოქსინებს.
- B ჯგუფის ვიტამინები აუმჯობესებს თმისა და კანის მდგომარეობას. ასწრაფებს ფრჩხილების ზრდას და აძლიერებს ფრჩხილის ფირფიტას.
მომზადების წესი:
- მწიფე ავოკადოს კურკას მოაშორეთ ყავისფერი კანი ან გაფხიკეთ დანით.
- გაყავით ორ ან რამდენიმე ნაწილად.
- გამოსაშრობად დაყარეთ მშრალ ტაფაზე ან 15 წუთით შედეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში.
- ამის შემდეგ, დაახლოებით ერთი დღე დააწყვეთ მზეზე.
- შემდეგ დააბლენდერეთ. მიღებული ფხვნილი გადაიტანეთ მინის თავდახურულ ქილაში.
ბუნებრივი ფხვნილის გამოყენება
ავოკადოს თესლის ფხვნილი აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ის არბილებს კანს და აქრობს სიწითლეს. ფხვნილს დაამატეთ ცოტა წყალი და საფუძვლიანად აურიეთ. უნდა მიიღოთ მალამოსებური მასა. ნარევი რეგულარულად გამოიყენეთ კანის დასატენიანებლად და ნაოჭების თავიდან ასაცილებლად.
გარდა ამისა, საუკეთესო საშუალებაა თმის ბუნებრივი ბზინვარების მისანიჭებლად. მოცემული ფხვნილი აძლიერებს თმას და ხელს უწყობს მის ზრდას.
1 ლ წყალი აადუღეთ, დაამატეთ ფხვნილი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 20-30 წუთი. ცოტა ხანს გააჩერეთ, გადაწურეთ და ნახარში დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმაზე. მოცემული საშუალება გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.
მოცემული ფხვნილი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანისა და სახის ხელნაკეთი სკრაბის მოსამზადებლად, რომლის დახმარებით კანს უმტკივნეულოდ მოაშორებთ გაუხეშებულ ფენას. შედეგად კანის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.
ავოკადოს ფხვნილი მცირე რაოდენობით დაამატეთ სალათებს, ფაფებს, წვნიანებს და გაიუმჯობესეთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება. რეკომენდებულია მისი გამოყენება ჭარბი წონის მოსაშორებლად.