შემოგთავაზებთ ცხარე და არომატული სოუსით შეზავებული ბულგარული წიწაკის რეცეპტს. კერძი გამოდის ძალიან გემრიელი და სურნელოვანი. შეგიძლიათ ცხარე წიწაკა დაამატოთ თქვენი გემოვნების მიხედვით. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ცხარე სოუსი ძალიან უხდება.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წითელი ბულგარული წიწაკა 10-12 ცალი
- წიწაკა ჩილი 4 ცალი
- წყალი 250 მლ
- ზეთი 200 მლ
- შაქარი 70 გრ
- ნიორი 2 (საშუალო) თავი
- მარილი გემოვნებით
- თეთრი ღვინის ცხარე ძმარი 2 ს. კ.
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტებით შეძლებთ 2-3 ნახევარლიტრინი ქილის მომზადებას. ქილები და ხუფები გაასტერილეთ.
აარჩიეთ დიდი და ხორციანი ბულგარული წიწაკები, გარეცხეთ, თესლისგან გაასუფთავეთ, დაჭერით სიგრძეზე (გაყავით 4 ნაწილად). საცხობ ფორმაზე დააფინეთ ფოლგა და ბულგარული წიწაკის ნაჭრები დააწყვეთ. ზემოდან გადააფარეთ ფოლგა და 50-60 წუთით შედეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში.
ამზადებთ სოუსს:
ცხარე წიწაკა გაასუფთავეთ თესლისგან, დაჭერით, დაასხით ცოტა წყალი და ნიორთან ერთად დააბლენდერეთ.
მომზადებულ მასა გადაიტანეთ სქელძირიან ქვაბში, დაამატეთ დარჩენილი წყალი, ზეთი, მარილი, შაქარი და დადგით საშუალო ცეცხლზე. შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე. ადუღებამდე დაამატეთ ძმარი და აადუღეთ. ადუღეთ 2 წუთი.
გამომცხვარი ბულგარული წიწაკა გაანაწილეთ ნახევარლიტრიან ქილებში, მჭიდროდ არ ჩააწყოთ, და დაასხით ცხარე სოუსი. ქილებს დაახურეთ ხუფები და დააწყვეთ თავდაყირა.
მოამზადეთ და დარწმუნდით, რომ ცხარე, არომატული სოუსით გაჯერებული ბულგარული წიწაკის სალათი უგემრიელესია!