ქოლესტერინის მოჭარბებისა და წნევის მოწესრიგებაში ეს საშინაო საშუალება ძალიან დამეხმარა. თქვენც გირჩევთ

შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო ნარევის რეცეპტს,  რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ამიშები, ალტერნატიული მედიცინის მიმდევრები, ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ართრიტი, ჰიპერტენზია, გაციება, წყლულები, ასთმა, ინფექციები. ანტივირუსული, ანტისიმსივნური და ანტიბაქტერიული აგენტი ძალიან ეფექტურია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის დასაწევად.

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 100 მლ
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • ვაშლის ძმარი 1 ს. კ.
  • გახეხილი ჯანჯაფილი ნახევარი ჩ. კ.
  • ნიორი 1 კბილი
  • თაფლი 1 ჩ. კ. (დიაბეტით დაავადებულებს შეუძლიათ გამოიყენონ შაქრის შემცვლელი დამატკბობელი)

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და სამკურნალო ნარევიც მზად არის.
  2. რეკომენდებულია, მიიღოთ უზმოზე. თუ ერთად ვერ დალევთ, გაყავით 3 ნაწილად და მიიღეთ ყოველი ჭამის წინ. აუცილებლად შეინახეთ მაცივარში.
  3. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 2 კვირა. ამ ორი კვირის განმავლობაში ქოლესტერინისა და შაქრის დონე სისხლში მნიშვნელოვნად დაიკლებს, ამიტომ დოზას არ გადააჭარბოთ.

თითოეულ ინგრედიენტს მრავალი სარგებელი მოაქვს თქვენი ორგანიზმისთვის.

ლიმონი

C ვიტამინით, ფლავონოიდებითა და ბოჭკოებით მდიდარი ლიმონი ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

ვაშლის ძმარი

ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების შემცირების გარდა, ვაშლის ძმარი ეფექტურია მაღალი წნევის, მჟავა რეფლუქსის, პოდაგრის, ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

ჯანჯაფილი

ჯანჯაფილი არეგულირებს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს.

ნიორი

უმი ნიორი აქვეითებს გლუკოზის, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს.

თაფლი

ნატურალური თაფლი იცავს არტერიებს ქოლესტერინის წარმოქმნისგან. მას აქვს ანტიბაქტერიული, სოკოსა და კიბოს საწინააღმდეგო თვისებები. თაფლი  მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ფლავონოიდებით.

როგორც ხედავთ, სუპერჯანსაღი ინგრედიენტები მოქმედებს შეთანხმებულად და მათი კომბინაცია სასწაულებს ახდენს სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის, ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!