კარგი ფოტოების მისაღებად, აუცილებელი არაა მოდელობა. კარგი ფოტოსესიისთვის მხოლოდ ორი რამაა საჭირო: ნიჭიერი ფოტოგრაფი და თქვენი მინიმალური ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიღოთ ფოტო სწორად და წარმატებულად.
ჩვენმა რედაქციამ იზრუნა თქვენზე და მოამზადა სუფლიორი, ყველაზე წარმატებული ფოტოების გადასაღებად. ამ მარტივი რეკომენდაციებით, თქვენ შეძლებთ და ნებისმიერ ფოტოზე შესანიშნავად გამოხვალთ. ივარჯიშეთ სახლში, სარკის წინ, მიეჩვიეთ ამ პოზებს, რათა შემდეგ თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი კამერის წინ.
საუკეთესო პოზები ფოტოსესიისთვის
1. დადექით ფოტოგრაფის წინ გვერდულად, მხარი ოდნავ წამოწიეთ და ნიკაპი მისკენ დაწიეთ. იდეალური რაკურსია სიგამხდრის ეფექტისთვის.
2. დაჯექით დივანზე, მოდუნდით, მიეყრდენით საზურგეს. მარტივი და ლამაზი პოზაა ოთახში გადასაღებად.
3. მოხერხებული და ღია პოზა.შეგიძლიათ, ოდნავ კედელსაც მიეყრდნოთ.
4. მოდუნებული, არაფორმალური პოზა ჯდომისას.
5. ეს პოზა შესანიშნავია სრული სხეულის გადასაღებად. ფიგურის დემონსტრირებისთვის საუკეთესოა.
6. ეს პოზაც კარგად უსვამს ხაზს ფიგურის ღირსებებს, ვიზუალურად გახდუნებთ, შაბლონურ ფოტოებს არ ჰგავს. უკეთესი იქნება, თუ მზერას სხვა მხარეს მიაპყრობთ.
7. პოზა დაშვებული ხელებით. გაითვალისწინეთ, რომ ხელები სრულად მოდუნებული უნდა იყოს. შებოჭილად არ უნდა იგრძნოთ თავი.
8. ითვლება, რომ მკერდზე გადაჯვარედინებული ხელები განმზიდავ ეფექტს ქმნის. მიუხედავად ამისა, კამერის წინ მისი გამოყენება ნამდვილად წარმატებული იქნება. უბრალოდ ეცადეთ, ღიად გაიღიმოთ.
9. ასევე, სრული სხეულის გადასაღებად კარგია ასეთი პოზა დაშვებული ხელებით. შესანიშნავია ქალაქშიც და ზღვაზეც.
10. ამ პოზის გამოყენება შეგიძლიათ დივანზე, ბალახსა და პლაჟზე. გადაჯვარედინებული ფეხები მოდუნებისა და სიკეკლუცის ეფექტს ქმნის.
11. თუ გრძელი, ლამაზი თმის მფლობელი ხართ, აუცილებლად გამოიყენეთ. მიეცით ქარს საშუალება, ეთამაშოს თქვენს დალალებს.
12. იდეალური პოზაა მხატვრული ფოტოების გადაღებისთვის. შეცვალეთ ხელებისა და ფეხების მდგომარეობა სასურველი ვიზუალური ეფექტის მისაღებად.
13. ასეთი პოზა შესანიშნავად გაუსვამს ხაზს თქვენს სილუეტს.
14. კიდევ ერთი ქალური პოზა სრული სხეულის გადასაღებად.
15. პიკანტური პოზაა პლაჟზე, დივანზე ან ქალაქში, სიუჟეტური დადგმისთვის.
16. ფოტოგრაფთან ზურგით დადექით, კორპუსი ცოტათი მოატრიალეთ, უყურეთ ობიექტივს. ქვედა ყბა მოადუნეთ, ზედმეტად კონცენტრირებული რომ არ გამოჩნდეთ.
17. კადრში დიაგონალური ხაზების კვეთა ყოველთვის საუკეთესოდ ისახება შედეგზე: ფოტო საინტერესო და ცოცხალი ჩანს.
18. ეს პოზა ყოველთვის წარმატებულია! ერთნაირად უხდება გადაღების სხვადასხვა ადგილს. აქცენტი კეთდება თვალებზე, ამიტომ, სანამ კამერას შეხედავდეთ, გონებაში რამე წარმოიდგინეთ. როგორი იქნებით დღეს? ქალი-კატა თუ მიამიტი გოგონა?
19. ეს პოზაც ერთ-ერთია მათგან, რომლებითაც ყველაზე წარმატებული ფოტოები გამოდის.
20. წარმოიდგინეთ, რომ აფროდიტა ხართ, რომელიც ნაპირზე ზღვის ქაფიდან გამოდის. აჩვენეთ მკერდი და სახე მზის სხივებს და დატკბით გადაღების პროცესით.
ეს პოზები მოარგეთ თქვენი გადაღების პროცესს, შეცვალეთ ხელების, ფეხების, თავის მდგომარეობები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ფოტოსაც განსაკუთრებულობას შემატებს მზერა, რომლითაც კამერას მოაჯადოვებთ.