
შემოგთავაზებთ შავი ნიღაბის რეცეპტს, რომელიც საოცრებებს ახდენს თქვენი კანისთვის.
- პირველ რიგში, ნიღაბი წმენდს კანს, ყველაზე ღრმა ფორებიდან იღებს ცხიმოვან საცობებს. მოცემული საშუალების რეგულარული გამოყენებით, გაწმენდილი ფორები ვიწროვდება და თითქმის შეუმჩნეველი ხდება.
- ნიღაბს აქვს პილინგის ეფექტი, აშორებს კანის გაუხეშებულ ფენას.
- ნიღაბს აქვს ლიფტინგის ეფექტი, ჭიმავს კანს და ანიჭებს ელასტიურობას.
მოცემული საშუალების ძირითადი ინგრედიენტია აქტივირებული ნახშირი. სწორედ, მისი წყალობით აქვს ნიღაბს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
აქტივირებული ნახშირის ბაზაზე მომზადებული ნიღაბი კანს აჯერებს სასარგებლო მიკროელემენტებით.
შავი ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- აქტივირებული ნახშირი 3 აბი
- ჟელატინი (ფხვნილი) 1 ს. კ.
- თბილი რძე 20 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ჟელატინს დაასხით თბილი რძე და ცოტა ხანს გააჩერეთ. აქტივირებული ნახშირის აბები დაფშხვენით და შეურიეთ მზა ჟელატინს. ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ნიღაბის მცირე ნაწილი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და თხელ ფენად გადაისვით. მოერიდეთ თვალების ირგვლივ კანს. ნიღაბის წასმა შეგიძლიათ მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ჩანს გაფართოებული ფორები შავი წერტილებით. ჩვეულებრივ ეს არის T-ზონა (შუბლი და ცხვირი) და ღაწვები.
- პირველი ფენის გაშრობის შემდეგ, წაისვით მეორე ფენა და ასე გაგრძელეთ მომზადებული მასის ამოწურვამდე. ნიღაბი გაიჩერეთ ბოლო ფენის გაშრობამდე. დაახლოებით, დასჭირდება 30-40 წუთი.
ნიღაბის აძრობა დაიწყეთ ნიკაპიდან და ნელ-ნელა ააცალეთ კანს ქვემოდან ზემოთ მიმართულებით. სწორად მომზადებული და მთლიანად გამხმარი ნიღაბი უნდა მოიხსნას უწყვეტ ფენად.
პროცედურის დასრულების შემდეგ სახე გაიწმინდეთ ტონიკით, რომელიც ავიწროებს ფორებს. შეგიძლიათ კანი ჩამოიბანოთ გვირილას ან სხვა ბალახების ნახარშით.
ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ. სასურველ შედეგს 3-4 პროცედურის შემდეგ მიიღებთ.