კანი ნებისმიერი სახის გამონაყარისგან თავისუფალი და სუფთა რომ იყოს, ისარგებლეთ მარტივი საშინაო ნიღბებით

აკნეს გამომწვევი მთავარი მიზეზი არის ზედმეტი ცხიმი, რომელიც ხურავს ფორებს თქვენს კანზე.

როდესაც ფორები იხშობა ცხიმით, ოფლით, მკვდარი უჯრედებით კანზე გააქტიურებას იწყებენ ბაქტერიები და მიმდინარეობს ანთებითი პროცესი.

შემოგთავაზებთ უმარტივესი ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული აკნეს საწინააღმდეგო ხელნაკეთი ნიღბების რეცეპტებს.

1. მარილიანი წყალი

მარილი კანის ბუნებრივი გამწმენდი საშუალებაა. წმენდს ფორებს და აშრობს არსებულ აკნეს.

აკნეს სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა ზღვის მარილიანი წყალი. გამოვიყენოთ მარილის ძალა სახლის პირობებში.

საჭირო ინგრედიენტები:

  • მარილი 3 ს. კ.
  • წყალი

მომზადებისა და მოხმარების წესები:

მარილს ნელ-ნელა დაამატეთ რამდენიმე ჩაის კოვზი წყალი, უნდა მიიღოთ სქელი პასტისებური მასა. ნარევი გააჩერეთ 10 წუთი და შემდეგ წაისვით დაზიანებულ უბნებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

2. ვაშლი და თაფლი

აკნეს საწინააღმდეგო ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვაშლი 1 ცალი
  • თაფლი 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ვაშლი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაამატეთ თაფლი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი თანაბრად გაინაწილეთ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

3. თაფლი და იოგურტი

თაფლისა და იოგურტის ნარევი ატენიანებს კანს, წმენდს ცხიმს და ამცირებს აკნეთი გამოწვეულ სიწითლეს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • იოგურტი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

პატარა თასში მოათავსეთ თაფლი და ოდნავ შეათბეთ ორთქლის აბაზანა. გათხელებულ თაფლს დაამატეთ იოგურტი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე და გაინაწილეთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ აკნეთი დაზიანებულ უბნებს.

სასურველი შედეგის მიღებამდე ნიღბები გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ. შეგიძლიათ გამოიყენოთ რიგრიგობით.