დიეტოლოგების მიერ დიდი ხნით „განდეგილი“ კარაქი თავის კანონიერ პოზიციებს იკავებს და ჯანსაღი კვების მხარდამჭერთა რაციონში ბრუნდება. ნატურალური კარაქი კანის, თმის, მხედველობის, ძვლის და კუნთოვანი ქსოვილისთვის ძალიან სასარგებლოა.
შესაწვავად მისი გამოყენება რეკომენდებული არაა, რადგან კარაქი ქაფდება, იშხეფება და გახურების დროს სწრაფად შავდება.
ამ ნაკლს მოშორებულია გამდნარი კარაქი (ერბო), რომელიც ოთახის ტემპერატურაზე 6 თვე შეგიძლიათ შეინახოთ. ერბო საკმაოდ ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ შეიძინოთ ან თავად მოამზადოთ.
ერბო – გამდნარი კარაქი
ჩვეულებრივი კარაქისგან განსხვავებით ერბოს გახურების უფრო მაღალი წერტილი აქვს, ჩვეულებრივ მას 200-250 გრადუსამდე მაღალ ტემპერატურამდე აცხელებენ. ასეთ კარაქში მომზადებული საკვები სასიამოვნო კარამელის გემოს და ქარვის ფერს შეიძენს, თავად კარაქი დიდი რაოდენობით A და E ვიტამინებს შეიცავს.
აიურვერდის თანახმად, ერბო ერთ-ერთი ყველაზე კურთხეული საკვები პროდუქტია. ის აგნის ყველა ტიპს (ბიოლოგიური ცეცხლი, რომელიც ნივთიერებათა ცვლას მართავს) აძლიერებს, საჭმლის მომნელებელი პროცესების და ფერმენტების მოქმედებას აძლიერებს, სხვა ზეთების და ცხიმის მსგავსად ღვიძლს არ აბინძურებს, არამედ ძალას მატებს.
ინდოეთში ერბოს თხევად ოქროს უწოდებდნენ და კონცენტრირებულ მზის ენერგიად და კეთილდღეობის საზომად მიიჩნევდნენ. ინდოელები მას არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ რელიგიურ რიტუალებში და სამკურნალოდ იყენებენ.
ბევრ ინდურ ოჯახში ერბოს მარაგს ამზადებენ და მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში ინახავენ. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს შენახული კარაქი თავისი სამკურნალო თვისებებით ჩვეულებრივ კარაქზე უფრო მეტად ფასობს.
ერბოს გამოყენება სამკურნალო მიზნით
გამდნარი კარაქი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, იმუნიტეტს ზრდის, მხნეობას და ენერგიას შეგმატებთ, ღვიძლის და სწორი ნაწლავის მუშაობას ხელს უწყობს, ნერვულ უჯრედებს და ძვლის ტვინს კვებავს.
ერბოს გამოყენების ძველებური რეცეპტი: დღეში 1-2 ჩ/კ ერბო მხედველობას და მეხსიერებას აუმჯობესებს, საჭმლის მონელებას სტიმულირებს, კანს წმენდს, ორგანიზმს ჭუჭყისგან წმენდს და დიდხანს სიცოცხლეს ანიჭებს“.
1. საჭმლის მონელების დარღვევის სამკურნალოდ
ერბო საკვების სწრაფად ათვისებას და ნარჩენი პროდუქტების გამოდევნას ხელს უწყობს, ნივთიერებათა ცვლას სტიმულირებს. რეცეპტი: ჭამის შემდეგ ნახევარი ჩ/კ ერბო მოწუწნეთ.
2. იმუნიტეტის გასაძლიერებლად
კარაქი საყვარელ კაკალს, ჩირს და სანელებლებს აურიეთ. დილით, უზმოზე 1 ს/კ ნარევი შეჭამეთ. სურვილის შემთხვევაში ამ ნარევს მაწონი ან არაჟანი დაუმატეთ.
3. თავის ტკივილის დროს
კარაქი საფეთქლებზე, ხელისგულებსა და ტერფებზე შეიზილეთ.
4. მტკივნეული სახსრებისთვის
ყოველდღე, დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე ერბო პრობლემურ ადგილებში შეიზილეთ.
5. ანგინის და სურდოს დროს
თაფლი და ერბო თანაბარი პროპორციით აურიეთ. ჭამის შემდეგ ნახევარი ჩაის კოვზი ნარევი მოწუწნეთ.
6. ხველის დროს
1 ჩ/კ კარაქი ¼ ჩ/კ შავ წიწაკას აურიეთ და დღეში 2-3-ჯერ მიიღეთ.
7. ცელულიტის საწინააღმდეგოდ
ერბო კარაქით მასაჟი ცელულიტს მოგაშორებთ და მთელ სხეულზე კანს ახალგაზრდავებს.
როგორ მოვამზადოთ ერბო
სახლის პირობებში ერბოს მომზადებს რამდენიმე მეთოდი არსებობს: წყლის ორთქლზე, ღუმელში, მიკროტალღურ ღუმელში, გაზქურაზე. ჩვენ ყველაზე მარტივი მეთოდი ავარჩიეთ. ერბო კარაქს გაზქურაზე, სქელ გვერდებიან ქვაბში მოვამზადებთ.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ხარისხიანი კარაქი
მომზადება:
1. კარაქი ერთნაირი, 2-3 სმ ზომის კუბებად დაჭერით. ასე თანაბრად გახურდება და გადნება.
2. სქელი ქვაბი კარაქით ყველაზე სუსტ ცეცხლზე დადგით.
3. ცოტა ხანში კარაქი გადნება და ადუღებას დაიწყებს.
4. როცა კარაქი ადუღდება, მის ზედაპირზე ტენის და ცილის ნარჩენებისგან ქაფი წარმოიქმნება, რომელიც ფრთხილად უნდა მოხადოთ. თავად კარაქი ჯერ კიდევ მუქია, მაგრამ რაღაც მომენტში ქაფის წარმოქმნა შეწყდება და კარაქი უფრო გამჭვირვალე გახდება.
5. ხარისხიანი კარაქის შემთხვევაში ეს ჩვეულებრივ 115 გრადუს ტემპერატურაზე ხდება. მაღაზიაში შეძენილ კარაქს შეიძლება ბევრად მაღალი ტემპერატურა დასჭირდეს.
6. მნიშვნელოვანია დაიჭიროთ მომენტი, როცა დუღილი შეწყდება, კარაქი უკვე გამჭვირვალე გახდა, ქვაბის ძირში ცილების ფანტელები ჯერ კიდევ არ გამუქებულა. ამ მომენტში კარაქი ცეცხლიდან გადმოდგით.
7. ამის შემდეგ გაგრილება აცადეთ და რამდენიმე ფენად გაკეცილ მარლაში გადაწურეთ.
8. გაგრილების მიხედვით კარაქი გამუქდება და გამაგრდება. ამ პროცესზე დაახლოებით 1 საათი ან ცოტა მეტი დრო დაგჭირდებათ. 1 კგ კარაქიდან 700-800 გრ ერბოს მიიღებთ.
9. გამდნარი კარაქი სხვადასხვა არომატებს კარგად იწოვს და ინარჩუნებს. თქვენი კერძი უფრო გემრიელი გახდება, თუ დნობის დროს თავად ერბოს სანელებლებს დაუმატებთ. ამისთვის ქინძის, მიხაკის, ბაჰარის წიწაკის თესლები მარლაში გაახვიეთ და მდუღარე ერბოში ჩადეთ.
10. ახლა უკვე იცით, თუ როგორ მოამზადოთ ერბო საკუთარი ხელით. ერბო ოთახის ტემპერატურაზე 6-8 თვე და როგორც ამბობენ მაცივარში განუსაზღვრელი ვადით შეგიძლიათ შეინახოთ.