ბანანის დიეტური ნამცხვარი შაქრის მინიმალური შემცველობით. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

პეროგი უმარტივესი მოსამზადებელია და მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ბანანის პეროგის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ცოტა შაქარი.  შაქრისა და გაჯერებული ცხიმების გადაჭარბებული მოხმარება უკავშირდება ჭარბი წონისა და სიმსუქნის განვითარებას. დაიმახსოვრეთ, მათი მოხმარება ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

პატარა შესწორების საშუალებით შეგიძლიათ გამოაცხოთ უგემრიელესი ბანანის პეროგი, რომელიც ხელს შეუწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალურად ფუნქციონირებას.

თეთრი ფქვილის შემცვლელად გამოიყენეთ შვრიის (ნუშის ან ქოქოსის) ფქვილი, რომელიც უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ხსნად და უხსნად ბოჭკოს. ბოჭკოები მოქმედებს როგორც პრებიოტიკი.

სტატიაში შემოგთავაზებთ ბანანის პეროგს, რომელიც მდიდარია ბოჭკოებით და შეიცავს ნაკლები რაოდენობის შაქარს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • შვრიის ფანტელი 2 ფინჯანი (400 გრ)
  • გამაფხვიერებელი 2 ს. კ. (30 გრ)
  • უცხიმო რძე 1/3 ჩ. ჭ. (84 მლ)
  • სოდა ½ ჩ. კ. (7 გრ)
  • შაქარი 1/3 ჩ. ჭ. (80 გრ)
  • დარიჩინი 1 ჩ. კ. (7 გრ)
  • დაჭრილი ბანანი 1 ფინჯანი (200 გრ)
  • ზეთი 1/3 ჩ. ჭ. (80 მლ)
  • 2 ცალი კვერცხის ცილა
  • დაჭრილი ნიგოზი ½ ჩ. ჭ. (100 გრ)
  • სტევია (შაქრის ბუნებრივი შემცვლელი) 2 ჩ. კ. (15 გრ) (შეგიძლიათ გამოიყენოთ სურვილისამებრ)

მომზადების წესები:

  1. თავდაპირველად ღუმელი გაახურეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ ფორმას წაუსვით ცხიმი.
  2. აიღეთ თასი და აურიეთ ბანანი, შაქარი, ზეთი, რძე და კვერცხის ცილა. შემდეგ დაამატეთ შვრია, გამაფხვიერებელი, სოდა და დაჭრილი ნიგოზი.
  3. მომზადებული მასა ჩაასხით საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 60 წუთის განმავლობაში. გააციეთ და 10 წუთის შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან.

გემრიელად მიირთვით სასარგებლო და უგემრიელესი ბანანის პეროგი და რეცეპტი მეგობრებსაც გაუზიერეთ.