რამდენიმე კვირაა ამ სასმელს ძილის წინ ვსვამ. წელის გარშემოწერილობა საგრძნობლად შემიმცირდა

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული სასმელის რეცეპტს, რომელიც ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს მუცლის ცხიმის წვას და მოგაშორებთ არასასურველ  კილოგრამებს.

სასმელი ძალიან სასარგებლოა დეტოქსიკაციისთვის. წმენდს ორგანიზმს, გამოდევნის ჭარბ ნარჩენებსა და ტოქსინებს, რაც უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების შეწოვას. ხელს უშლის კანცეროგენული და ტოქსიკური ნაერთების დაგროვებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.

სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნახევარი ლიმონი
  • კიტრი 1 ცალი
  • გახეხილი ჯანჯაფილი 1 ჩ. კ.
  • ოხრახუში ნახევარი კონა
  • ნიახურის ღერო
  • გაწმენდილი წყალი 150 მლ

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. 200-250 მლ დალიეთ ყოველ საღამოს, დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად მოერიდეთ ცხიმიანი, შემწვარი, გადამუშავებული პროდუქტების, ტკბილეულის მიღებას, შეზღუდეთ მარილის, თეთრი ფქვილის მოხმარება. იკვებეთ სწორად, იარეთ ფეხით, ივარჯიშეთ დღეში 10-15 წუთი.