თუ თმა ზედმეტად ცხიმიანი გაქვს ან ქერტლი გაწუხებთ, მოამზადეთ და გამოიყენეთ საშინაო შამპუნი

სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური ინგრედიენტებით გაჯერებული საშინაო შამპუნის რეცეპტს.

ის განსაკუთრებით ეფექტურია მათთვის, ვისაც თავის კანის პრობლემები აწუხებთ. თუ ქერტლი, კანის გაღიზიანება და ზედმეტი ცხიმიანობა თქვენთვის კარგად ნაცნობი პრობლემებია, აუცილებლად გამოიყენეთ ეს საშუალება.

მომზადების მეთოდზე გადასვლამდე გახსოვდეთ, რომ სოდა არის კანის ძლიერი გამწმენდი. იგი  დაგეხმარებათ სუნის განეიტრალებაში და კანის pH-ის ოპტიმალური მაჩვენებლის მოპოვებაში.

მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:

  • პირველ რიგში, აიღეთ 1 ჩ. კ. სოდა და ¾ ჩ. ჭ. თბილი წყალი და 2 წუთის განმავლობაში წრიულო მოძრაობებით შეიზილეთ სველ თმაზე, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.
  • ¼ ვაშლის ძმარს დაამატეთ 1 ჩ. ჭ. ცხელი წყალი. ნარევი კარგად შეიზილეთ თმაზე და გაიჩერეთ 5 წუთი, შემდეგ კი დაიბანეთ.
  • როზმარინს ყლორტებს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 10-15  წუთი. შემდეგ გადაწურეთ და არომატული ნაყენი თმის ძირებსა და მთელ სიგრძეზე კარგად შეიზილეთ.

შემოგთავაზებთ ცხიმიანი თმისთვის შამპუნის რეცეპტს, რომელსაც კონდენციონერის ეფექტი აქვს:

1 ს. კ. თაფლი აურიეთ იმავე რაოდენობის სოდაში ან 1 ს. კ. თაფლს შეურიეთ იმავე რაოდენობის ძმარი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.