შემოგთავაზებთ ობის საწინააღმდეგო ნარევის, სუპერ სპრეის, რეცეპტს, რომლის საშუალებით, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, შეძლებთ ნებისმიერი ზედაპირის გაწმენდას.
ობის საწინააღმდეგო სპრეის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 2 ჩ. ჭ.
- ჩაის ხის ზეთი 2 ჩ. კ.
- სპრეი ბოთლი
მომზადების წესი:
სპრეი ბოთლში ჩაასხით წყალი, დაამატეთ ჩაის ხის ზეთი და შეანჯღრიეთ.
მომზადებული ნარევი მიასხურეთ ობით დაფარულ ზედაპირზე და გააჩერეთ გაშრობამდე. შემდეგ გაწმინდეთ მშრალი ტილოთი.