შემოგთავაზებთ პოპულარულ მეთოდს, რომლის საშუალებით სწორად და ეფექტურად დაიბანთ სახეს. პროცედურა ჩაიტარეთ ძილის წინ.
პირველ რიგში, გაიწმინდეთ სახე. შემდეგ სახის კანზე და კისერზე წაისვით მცირე რაოდენობით ჰიდროფილური ზეთი. ჰიდროფილური ზეთი არის გამწმენდი საშუალება, რომელიც ღრმად აღწევს კანის ფორებში და გამოდევნის მაკიაჟის ნარჩენებს, მტვრის ნაწილაკებს, კანის ზედმეტ ცხიმს. ზეთი გაიჩერეთ ნახევარი წუთი.
ამასობაში პირსახოცი ჩაალბეთ ცხელ წყალში, კარგად გაწურეთ და დაიფინეთ სახეზე. შემდეგ სახე გაიწმინდეთ პირსახოცით და მოიცილეთ ზეთი. ზეთთან ერთად მოიშორებთ ჭუჭყს და მკვდარ უჯრედებს.
მოცემული მეთოდით უსაფრთხოდ, კანის დაზიანების გარეშე, შეძლებთ კანის გაწმენდას. აირჩიეთ ფლანელის ან ბამბის პირსახოცი. პროცედურის დასრულების შემდეგ სახე გაიწმინდეთ ვარდის წყლით და წაისვით მკვებავი საცხი.
კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად ყოველ დილით სახე გაიწმინდეთ ყინულის კუბიკით.
ჩაიტარეთ უმარტივესი პროცედურები და შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა!