როგორ მოვამზადოთ ტორტი ჩიტის რძე მარტივი რეცეპტისა და ინსტრუქციის მიხედვით

შემოგთავაზებთ უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. მოამზადეთ ფუმფულა, ჰაეროვანი, უნაზესი ტორტ-სუფლე, ,,ჩიტის რძე“, და გემრიელად მიირთვით!

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 3 ცალი
  • ფქვილი 150 გრ
  • გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
  • შაქარი 120 გრ
  • კაკაო 5 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი აურიეთ.
  2. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე, თანდათან დაამატეთ ფქვილიანი ნარევი. ურევთ კოვზით ან ნიჩაბით.
  3. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20 წუთი.

სუფლეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 5 ცალი კვერცხის ცილა
  • შაქრის ფხვნილი 200 გრ
  • ჟელატინი 10 გრ
  • წყალი 100 მლ
  • ვანილი მწიკვი
  • ლიმონმჟავა მწიკვი

მომზადების წესი:

  1. ჟელატინს დაასხით წყალი და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ ჟელატინის გადნობამდე დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ (არ აადუღოთ).
  2. ცილას დაამატეთ მწიკვი ვანილი, მწიკვი ლიმონმჟავა და ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. თანდათან შეათქვიფეთ შაქრის ფხვნილი და გაგრილებული ჟელატინი.
  3. ბისკვიტი დანამეთ ლიქიორით ან კონიაკით და მომზადებული სუფლე თანაბრად გაანაწილეთ.
  4. შეგიძლიათ ბისკვიტი ორ არათანაბარ ნაწილად გაყოთ. სქელ ფენაზე გაანაწილეთ სუფლე, ხოლო თხელი ფენა ზემოდან დაადეთ სუფლეს.
  5. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ ბისკვიტს ჯერ  მოხარშული შესქელებული რძე წაუსვათ და შემდეგ_ სუფლე. მაგრამ შეამცირეთ შაქრის ფხვნილის რაოდენობა.
  6. ნამცხვარი რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში.

მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შოკოლადი 150 გრ
  • კარაქი 50 გრ

სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ კარაქი, დატეხილი შოკოლადი და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. მომზადებული მასა  გაანაწილეთ სუფლეზე.

გემრიელად მიირთვით ისიამოვნეთ!