კანი ძალიან ნაზი და სათუთი ორგანოა, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. კანი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანოა, ფარია, რომელიც იცავს ორგანიზმს გარემო ფაქტორებისგან.
გვემატება ასაკი და სიბერის პირველი ნიშნები გამოვლენას იწყებს კანზე. კანი თანდათან დუნდება, კარგავს სიგლუვეს, ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები.
მაგრამ, სამწუხაროდ, საკვები ნივთიერებების დეფიციტმა, უხარისხო და არასწორად შერჩეულმა კოსმეტოლოგიურმა საშუალებებმა შეიძლება ახალგაზრდებშიც გამოიწვიოს ნაოჭების გაჩენა.
გაითვალისწინეთ, გარეგან მზრუნველობასთან ერთად, კანს სჭირდება შინაგანი გზით მკურნალობა. აუცილებელია სწორი კვება, ორგანიზმის ვიტამინებითა და მინერალებით უზრუნველყოფა, საჭირო რაოდენობით სითხის მიღება.
საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ხელნაკეთი საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს ორგანიზმს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით.
შემოგთავაზებთ ერთ-ერთ საუკეთესო ნარევის რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნიორი 3 კბილი
- ლიმონი 4 ცალი
- თაფლი 10 ს. კ.
- სელის ზეთი 200 მლ
მომზადების წესი:
- ნიორი დაჭერით წვრილად და ჩაყარეთ ქილაში.
- დაამატეთ წვრილად დაჭრილი ლიმონი (ქერქიანად), სელის ზეთი, თაფლი და აურიეთ ხის კოვზით. ქილას დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში.
- დღეში ერთხელ, თქვენთვის ხელსაყრელ დროს, მიიღეთ სუფრის კოვზი. ამ გზით შეძლებთ ორგანიზმის გამოკვებას, შეაფერხებთ ნაოჭების, პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, არ მისცემთ კანს მოდუნების საშუალებას და აირიდებთ კანის სხვა პრობლემს.
სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ მომზადებული მასის ამოწურვამდე.